პეტრე ცისკარიშვილი - პრეზიდენტმაც პოლიტიკურ, საპარლამენტო ცხოვრებაში და ამ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა - რომ გაიმარჯვებთ, მერე მომაკითხეთ და მხარი დამიჭირეთ, ეს ჩემი გადმოსახედიდან, გამართლებული მიდგომა არაა

ახლა კამპანია იმასთან დაკავშირებით კი არ უნდა გვქონდეს გაჩაღებული, არჩევნებს რომ მოვიგებთ, პრეზიდენტი ვინ გახდება და ვის დაუჭერს ოპოზიცია მხარს, არამედ როგორ არ გავამარჯვებინოთ „ოცნებას”, როგორ არ გავაყალბებინოთ არჩევნები, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს Figaro-სთან. ცისკარიშვილის თქმით, ოპოზიციის მხარდაჭერა პრეზიდენტობის იმ კანდიდატს ექნება, რომელსაც კარგი გეგმა და სხვადასხვა პარტიებთან შესაბამისი კომუნიკაცია ექნება.

„პირველ რიგში, ეს არჩევნები მოსაგებია, წარმატება მართლაც ერთი ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ ამას ძალიან ბევრი, ნაყოფიერი მუშაობა უნდა. „ოცნებას“ არ უნდა მივცეთ საშუალება წინასაარჩევნო პერიოდში გაყალბებისთვის მოემზადოს და თვითონ არჩევნების დღეს ოქმები გადაწეროს, არჩევნები გააყალბოს. ამისათვის ყველა პარტიამ, მათ შორის, თვითონ პრეზიდენტმა, მისმა ადმინისტრაციამ, ადამიანებმა, რომლებიც მის გვერდში არიან და მუშაობენ, მოქალაქეებს უნდა მოვუწოდოთ, თავიანთი საცხოვრებელი მისამართები გადაამოწმონ, ნახონ რამდენი უცხო პირია ამ მისამართზე მიწერილი. ჩავთვალოთ, რომ ყველა ეს ადამიანი, რომელიც უცხო ბინაზე, ან კერძო სახლში არის მიწერილი, „ოცნების“ გამყალბებელია. ეს ადამიანები ე.წ. კარუსელზე მოვლენ და ჩვენი ემიგრანტების ნაცვლად, ხმას „ოცნების“ სასარგებლოდ მისცემენ. ამიტომ, ახლა ჩვენ კამპანია იმასთან დაკავშირებით კი არ უნდა გვქონდეს გაჩაღებული, არჩევნებს რომ მოვიგებთ, პრეზიდენტი ვინ გახდება და ოპოზიცია მხარს ვის დაუჭერს, არამედ როგორ არ გავამარჯვებინოთ, როგორ არ გავაყალბებინოთ „ოცნებას“ ეს არჩევნები. ამისათვის, მხოლოდ ბოლო დღეს დაკვირვება იმ საარჩევნო პროცესის, კომისიების დაკომპლექტება და თუნდაც, ბევრი დამკვირვებლის იქ მიყვანა, საკმარისი არ არის. „ოცნება“ წინასწარ შეამზადებს ველს იმისთვის, რომ საერთოდ ვერავინ აზრზე ვერ მოვიდეს, ისე შევიდეს გამყალბებელი თავისი პირადობით, სხვა მისამართზე ჩაწერით, უბანზე სიაში ყოფნით და ხმა ლეგალურად ისე მისცეს, რომ დამკვირვებლის ყურადღების მიღმა აღმოჩნდეს. ამაზეა დღეს სამუშაო, გამარჯვებაა მოსაპოვებელი. ამის შემდეგ, გაერთიანებულად, ოპოზიცია, ახალი კოალიციური უმრავლესობა მხარს ალბათ იმას დაუჭერს, ვისაც კარგი გეგმა, კარგი პროგრამა, შესაბამისი კომუნიკაცია ექნება სხვადასხვა პარტიებთან. სწორედ ის იქნება ადამიანი, ვისაც ოპოზიციისგან საპრეზიდენტო მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ის, ასევე, გამოეხმაურა Figaro-სთან პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მმართველ პარტიას საზოგადოების 25%-იანი მხარდაჭერა აქვს.

„[ოცნების] მხარდაჭერა 20-დან 25%-მდე მერყეობს, მაგრამ მათ ბევრი ფული, ადმინისტრაციული რესურსი, გაყალბების შესაძლებლობები აქვთ და ამის ხარჯზე ცდილობენ, რომ 25%-ზე მაღლა ავიდნენ. ამიტომ პირველ რიგში, ამ საკითხებზეა სამუშაო, საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ შემდეგი წლინახევრის განმავლობაში შეამზადონ ველი გასაყალბებლად და 26 ოქტომბერს არჩევნები გააყალბონ. ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ჩაეწერა სიაში, თავი გამოაჩინა, 2 წლის წინ კი ამბობდა, რომ საერთოდ არ აპირებდა პოლიტიკაში მობრუნებას. „თუ პოლიტიკაში მოვბრუნდი, ე.ი. კარგი გუნდი ვერ შევქმენი, შესაბამისი პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმა თავის თავზე ვერ აიღეს, რომელი გუნდიც მე დავაკომპლექტე და თუ ასეთი ცუდი მენეჯერი ვარ, რაღას ვბრუნდებიო“ - თქვა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან უჭირთ, მათთვის რთული პერიოდია, შეიძლება დამარცხდნენ და ამის ძალიან დიდი ალბათობაა, ამ კაცს თამაშში შემოსვლა და სიაში საკუთარი თავის პირველ ნომრად ჩაწერა მოუწია. იგივე შეუძლია გააკეთოს პრეზიდენტსაც, თუ სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ რეჟიმის დამარცხებაში და საერთო ოპოზიციური ბრძოლის წარმატებაში, მანაც პარტიულ, პოლიტიკურ, საპარლამენტო ცხოვრებაში და ამ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. თქვენ რომ გაიმარჯვებთ, მერე მომაკითხეთ და მხარი დამიჭრეთ საპრეზიდენტო კანდიდატად - ეს, ჩემი გადმოსახედიდან, დღევანდელი ჩვენი დიალოგისთვის გამართლებული მიდგომა არ არის. რაც მას რეალურად შეუძლია გააკეთოს, თუნდაც, ამ არჩევნების წარმატებისთვის, ოპოზიციის დამატებითი მეორე სუნთქვის გასახსნელად, დამატებითი ძალების მისანიჭებლად, მაგალითად პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება, შეწყალების აქტის გამოცემაა, რა გადაწყვეტილებასაც ის სამწუხაროდ, ვერ და არ იღებს. ეს იქნებოდა მისი მხრიდან ძალიან სერიოზული, გაბედული ნაბიჯი იმისათვის, რომ ოპოზიციას მხარდაჭერა შეემატოს და ამ საარჩევნო პერიოდში მეორე სუნთქვა გაეხსნას“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ