რომან გოცირიძე - არსებობს ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში შეიძლება მართლა შემოვიდეს, რათა დამარცხების შემთხვევაში, იმუნიტეტი ჰქონდეს

არსებობს ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში შეიძლება მართლა შემოვიდეს, რათა "ქართული ოცნების" დამარცხების შემთხვევაში, იმუნიტეტი ჰქონდეს, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილის წარდგენას.

თუმცა, თავად გოცირიძის შეფასებით, ივანიშვილის პარლამენტში შემოსვლა წარმოუდგენელია და სიაში მისი პირველ ნომრად ყოფნა "ფიქტიურია".

"ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილს ჰგონიათ, რომ ივანიშვილის საარჩევნო სიის პირველ ნომრად ჩაწერა ამომრჩევლებში დადებით ემოციებს აღძრავს. ივანიშვილი თავადაც ხვდება, რომ ეს ასე არ არის და აღარ ამბობს, რომ ჭარბი ნდობა აქვს. რომელ ჭარბ ნდობაზეა საუბარი - ის საარჩევნო სიაში იმის გამო ჩაეწერა, რომ მცირერიცხოვანი გარემოცვა გაამხნეოს, რადგან უკვე გარემოცვასაც არ სჯერა, რომ არჩევნებში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, ივანიშვილი არის ფიქტიური პირველი ნომერი და ის პარლამენტში არ იქნება", - განაცხადა რომან გოცირიძემ, უშუალოდ იმ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით კი, რომელსაც ბოლო პერიოდში ივანიშვილთან მიმართებიყ იღებენ, ხუმრობით აღნიშნა: "ყური მოვკარი, პარლამენტში, სადაც პრეზიდენტის ტრიბუნა დგას, შუშის დაჯავშნულ "დუშკაბინას" აშენებენ".

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება