იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლაშა ტალახაძესა და გენო პეტრიაშვილზე - ეს მაგარი ვიცით - ჯერ გაღმერთება, მერე ჩაქოლვა, მერე ისევ გაღმერთება, ისევ ჩაქოლვა - ვერ ჩაიქოლებიან ეს ადამიანები, ძალიან ბევრი აქვთ გავლილი

გაეშვით ამ ხალხს. დავუფასოთ მათი მონაპოვარი და ნუ ვაიძულებთ, მხოლოდ კონკრეტული ადამიანების პოსტულატები იმეორონ სიტყვა-სიტყვით. რაღაცას ემხრობიან და ნუ ეწყინება ნურავის, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თამუნა ტყეშელაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეხმაურება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის, მათ შორის სპორტსმენებით დაკომპლექტებას.

როგორც ტყეშელაშვილი აღნიშნავს, ნამდვილი ევროპული ღირებულება სწორედაც რომ განსხვავებული აზრის მიმღებლობაშია.

„ჯერ იყო და კვარაცხელიამ (და კიდევ არ მახსოვს, რომელმა ფეხბურთელმა) არ იძახა ზუსტად ის ნარატივი და ის სიტყვები, რაც მავანს სჭირდებოდა, მერე ჩაქოლეს (ბოლშევიზმის კლასიკა) და მერე ისევ გააღმერთა ზოგმა), მერე ლაშა ტალახაძესა და გენო პეტრიაშვილზე გადადგა ფბ საზოგადოების გარკვეული (ვიწრო) ნაწილი (არიქა და "ოცნების" ოცეულში არიანო.

ნამდვილი ევროპული (თუ, გნებავთ - ქართული) ღირებულება სწორედაც რომ განსხვავებული აზრის (მათ შორის, პოლიტ. შეხედულების) მიმღებლობაშია. Кто не с нами - тот против нас (ბოლშევიკების დევიზია ეს. ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ წარმოიშვა და, იმედია, კირლიცას დანახვაზეც გული არ წაუვა ვინმეს. (ჩემი უკრაინელი მეგობრებიც მკითხულობენ და ეს დამწერლობა/ენა ესმით კარგად).

გაეშვით ამ ხალხს. დავუფასოთ მათი მონაპოვარი და ნუ ვაიძულებთ, მხოლოდ კონკრეტული ადამიანების პოსტულატები იმეორონ სიტყვა-სიტყვით. რაღაცას ემხრობიან და ნუ ეწყინება ასე ნურავის, თავისი აზრი აქვთ და უხერხულია, მათი არდაფასება და ზოგიერთისგან განსხვავებული აზრის მიუღებლობაც. ეს მაგარი ვიცით - ჯერ გაღმერთება, მერე ჩაქოლვა, მერე ისევ გაღმერთება, ისევ ჩაქოლვა და ასე წრეზე სიარული. ვერ ჩაიქოლებიან ეს ადამიანები. ძალიან ბევრი აქვთ გავლილი. კიდევ და კიდევ მადლობა მათ“, - წერს თამუნა ტყეშელაშვილი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში