გია ვოლსკი - რომან გოცირიძე თვითონ რომ აღარც ლეღვის ფოთოლი და არაფერი აღარ არის, ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს სპორტსმენებს - სიაში მათი ყოფნა არის ჯანსაღი წესის დანერგვა, თუ ჰგონიათ, რომ ისინი ინტელექტით უფრო დაბლა არიან, ძალიან ცდებიან

რომან გოცირიძე თვითონ რომ აღარც ლეღვის ფოთოლი და არაფერი აღარ არის, ცდილობს, ამ განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანებს, რომლებმაც სტრატეგიული ამოცანის შესრულებაზე უნდა იზრუნონ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ევროოპტიმისტების” დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებას, რომელიც მან “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეულზე საუბრისას გააკეთა.

ვოლსკის თქმით, სპორტი განსაკუთრებული და სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ის მათ საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი წარმმართველია.

“საქმე იმაშია, რომ [რომან] გოცირიძე თვითონ რომ აღარც ლეღვის ფოთოლი და არაფერი აღარ არის, ცდილობს, ამ განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანებს, რომლებმაც სტრატეგიულო ამოცანის შესრულებაზე უნდა იზრუნონ. ეს არის ჯანსაღი მომავლის, ჯანსაღი წესის დანერგვა - მასობრივი სპორტის განვითარება და ვინ თუ არა ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები. ამას ისინი სხვაზე უკეთ გააკეთებენ და თუ ჰგონიათ, რომ ისინი ინტელექტით უფრო დაბლა არიან, ვიდრე თვითონ რომან გოცირიძე ან ნებისმიერი სხვა, ძალიან ცდებიან. პირველივე შემთხვევიდან, არჩევნების შემდეგ პირველივე საქმიანობიდან თქვენ დაინახავთ, რომ გამოჩენილი სპორტსმენებიც, მსახიობებიც, ბიზნესმენებიც, პოლიტიკოსებიც და იურისტებიც, რომლებიც ჩვენს გუნდში მრავლად არიან, შეასრულებენ მაღალი დონის მაჩვენებლებს, წარმოადგენენ ნებისმიერი დარგის საქმიანობის სამართავად. მათ შორის, სპორტი არის განსაკუთრებული და სტრატეგიული მნიშვნელობის. ის ერთ-ერთი მთავარი წარმმართველია ჩვენს საარჩევნო პროგრამაში”, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. პრემიერმა სიის პირველ ნომრად ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. პირველ ოცეულში ასევე არიან სპორტსმენები, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე.

მოგვიანებით აღნიშნულს გამოეხმაურა “ევროოპტიმისტების” დეპუტატი, რომან გოცირიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ “ლამაზი ფასადური სახეები - ცნობილი და აღიარებული სპორტსმენები, საყვარელი ადამიანები, „ქართული ოცნების" პოლიტიკურად მახინჯ სხეულზე ლეღვის ფოთლის როლს შეასრულებენ”

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის ისტორიაში წარმატებული სპორტსმენი არავის უნახავს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება