ირაკლი კობახიძე - დებატები ჩემთვის პრობლემა არ არის, ოპოზიციას იმდენად არაფერი აქვს სათქმელი, უცხოელები ატარებენ მათ მაგივრად კამპანიას, რა დებატების თავი აქვთ?! - „ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი, მეორედ „ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი ვერ გახდება

სატელევიზიო დებატები ჩემთვის პრობლემა არ არის, არავითარი სირთულე არ არის, ოპოზიციას იმდენად არაფერი აქვს სათქმელი საზოგადოების წინაშე, რომ უცხოელები ატარებენ მათ მაგივრად კამპანიას, რა დებატების თავი აქვთ?! - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, დაჯდება თუ არა ოპოზიციასთან სატელევიზიო დებატებში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა დებატებისთვის მთავარი სივრცე არის პარლამენტი, ხოლო რაც შეეხება სატელევიზიო დებატებს, თავად მზად არის, თუმცა ოპოზიცია გაურბის დებატებს, რადგან მისი თქმით, მათ საზოგადოების წინაშე არაფერი აქვთ სათქმელი.

„პარლამენტი არის დებატების მთავარი სივრცე, მათ ჰქონდათ შანსი თებერვალში, მარტში, აპრილში, მაისში, შემდეგ იყო ივნისი, ახლა უკვე სექტემბერია. 6-ჯერ ჰქონდათ შანსი, რომ ჩემთან გამართულიყო საპარლამენტო დებატები, 6-ვე ჯერ გაექცნენ. რაც შეეხება სატელევიზიო დებატებს, კი ბატონო, ჩემთვის არავითარი პრობლემა არ არის, არავითარი სირთულე არ არის, იმდენად არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოების წინაშე, უცხოელები ატარებენ მათ მაგივრად კამპანიას, რა დებატების თავი აქვთ?!” - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეაფასა იმის შესახებ, რომ ის მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, პრემიერის თქმით, ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ აძლევს უფლებას, რომ ჩართული იყოს საარჩევნო კამპანიაში.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ დასუსტებულია და გამოკითხვებით, ხმების 25%-ზე მეტს ვერ იღებს, პრემიერის თქმით, „ქართული ოცნების“ დღევანდელი მხარდაჭერა, დაახლოებით 60 პროცენტია და ამ პირობებში ზურაბიშვილს შანსი არ აქვს მეორე ვადით გახდეს პრეზიდენტი.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას კონსტიტუცია არ აძლევს უფლებას, რომ ჩართული იყოს საარჩევნო კამპანიაში. ის ამ შემთხვევაშიც არღვევს კონსტიტუციას, მათთან დებატებს, არც ფასი აქვს, არც სირთულე. რაღაც დებატები უნდა იყოს ცოტა რთული მაინც იმისთვის, რომ მონაწილეობა ღირდეს.

ჩვენი დღევანდელი მხარდაჭერა დაახლოებით 60 პროცენტია. ამ პირობებში სალომე ზურაბიშვილს არავითარი შანსი არ აქვს. მთელ ოპოზიციას, ვინც დღეს ლახავს ბარიერს, აქვს 20-პროცენტამდე. 60/20-ზე თავად შეგიძლიათ, იმსჯელოთ რა შანსები აქვს სალომე ზურაბიშვილს, რომ არჩეული იყოს პრეზიდენტის თანამდებობაზე. ის „ნაცმოძრაობამ" დატოვა პრეზიდენტის პოსტზე, მას შემდეგ, რაც მან კონსტიტუცია დაარღვია. „ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი, მეორედ „ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი ვერ გახდება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა