ირაკლი ნადირაძე - თბილისის მთავარი პრობლემა არის ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროპულ პერსპექტივას ართმევს

გარდა ძალიან ბევრი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემისა, თბილისის მთავარი პრობლემა არის ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ართმევს ევროპულ პერსპექტივას და იმ 14-მილიარდ ევროიან დახმარებას, რომელიც მოხმარდება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ ევროპის მოედანზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის კამპანიის ღონისძიებაზე- “კი ევროპას” გახსნისას განაცხადა.

ნადირაძის განცხადებით, 26 ოქტომბერს ერთიანობით უნდა „დავამარცხოთ ეს ჭაობი და სწრაფად წავიდეთ ევროპისკენ”.

“მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, პატივცემულო სტუმრებო და მინდა კიდევ ერთხელ მივესალმოთ პრეზიდენტ სააკაშვილს, პუტინის პირად პატიმარს და ახლა აქ რომ ვდგავართ, მისი ერთი აშენებული „მშვიდობის ხიდი“ სჯობს “ქართული ოცნების” მიერ 12 წელიწადში აშენებულ ყველაფერს, ოღონდ თუ რაიმე გაგახსენდებათ.

ჩემო ძვირფასებო, ფაქტია, რომ ჩვენს ულამაზეს ქალაქს, საერთო ეროვნულ პრობლემასთან ერთად როგორიც არის გაჭირვება, სიღარიბე, უმუშევრობა, გაზრდილი ფასები, საბანკო ოლიგარქია, ემიგრაცია, ამასთან ერთად აქვს კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა, როგორიც არის საცობების, პარკირების, გადატვირთული და მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა, მავნებლური მშენებლობების, ავარიული კორპუსების პრობლემა, სუფთა ჰაერის პრობლემა, ძალიან ბევრი პრობლემა იქნება ეს სოციალური თუ ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მაგრამ მთავარი პრობლემა, რაც ამ ქალაქს და ამ ქვეყანას აქვს, ეს არის ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა, რომელიც ხელს უშლის ამ ქალაქის და ამ ქვეყნის განვითარებას, ხელს უშლის, რომ ამ ქვეყანაში იყოს ძლიერი ქართული ოჯახი, რომ ადამიანებმა იცხოვრონ უკეთესად და ეს არის ის ადამიანი, რომელიც უკლავს ჩვენს მოქალაქეებს პერსპექტივას და გზას უხერგავს ჩვენს ევროპულ მომავალს.

დიახ, ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში ერთის მხრივ გვყავს ოლიგარქი ივანიშვილი, მისი გამდიდრებული, გაზულუქებული, გამაძღარი კორუმპირებული მთავრობა და მეორეს მხრივ, ამ ქალაქში 40 ათასზე მეტი ადამიანი დგას უფასო სასადილოების რიგში, რომ ელემენტარული საკვები მიიღოს, რომ ელემენტარული პური მიუტანოს თავიანთ შვილებს. ეს სიღარიბე და ეს გაჭირვება უნდა დავამთავროთ ამ ქალაქსა და ამ ქვეყანაში. რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია ერთ მხარეს, რომელიც ებრძვის ჩვენს მოქალაქეებს და პირდაპირ ეუბნება ამ ადამიანებს, რომ წავიდნენ ამ ქვეყნიდან, ებრძვის დემოკრატიას, ოპოზიციურ პარტიებს, მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ საბოლოოდ გაანადგუროს დემოკრატია, რაც ნიშნავს იზოლაციას, ჩვენთვის დაკარგული პერსპექტივას, ჩვენთვის დაკარგულ 14 მილიარდ ევროიან დახმარებას, რომელიც უნდა მოხმარდეს ჩვენს მოქალაქეებს, მათი განვითარების ყველა სფეროს - სოფლის მეურნეობას, ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვას, განათლებას, თბილისის პრობლემების მოგვარებას და მეორეს მხრივ, გვაქვს უნიკალური შანსი, რომ 26 ოქტომბერს ყველამ ერთად ერთიანობით დავამარცხოთ ეს ჭაობი, სწრაფად წავიდეთ ევროპისკენ, საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ევროპული პასპორტი, ევროპული კეთილდღეობა, ჰქონდეს აშშ-ში უვიზოდ გადაადგილების საშუალება. გვქონეს გაზრდილი პენსია, უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი ინფრასტრუქტურა,ხალხი სამუშაოდ უცხოეთში კი არ წავიდეს, არამედ აქ ჰქონდეთ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მიხეილ სააკაშვილთან, კოალიცია “ერთიანობასთან” ერთად გავიმარჯვოთ, ამ ქვეყანას დავუბრუნოთ ევროპული პერსპექტივა, ევროპული განვითარება, რათა აქ ადამიანებმა იცხოვრონ ისე, რისთვისაც ყოველდღიურად ასობით ათასი ადამიანს უწევს წასვლა, საკუთარი ოჯახების, საკუთარი შვილების დატოვება. ამ ქვეყანას, ამ ქალაქს არ აკლია არც ნიჭიერი ხალხი, არც მიწა, არც წყალი, არც ბუნება, არც გეოგრაფიული მდებარეობა, ერთადერთი რაც აკლია, ეს არის წესიერი მთავრობა, ევროპული მთავრობა და 26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გვეყოლება ისეთი მთავრობა, რომელიც შეძლებს ხალხის კეთილდღეობისთვის ზრუნვას. თავისუფლება ამ ქვეყანას, თავისუფლება მიშას და ევროპული კეთილდღეობა ამ ქვეყანას და ჩვენს თავებს“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი