ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 121-ე შეხვედრა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 121-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს, განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს განიხილავენ.

როგორც ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის 8 შემთხვევა ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლებში.

„მთავარი აქცენტი დღევანდელ შეხვედრაზე, ისევე როგორც წინა შეხვედრაზე, გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების საკუთარ ოჯახებში დროულ დაბრუნებაზე. დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 10 პირი. შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის 8 შემთხვევა ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლებში, რა დროსაც გავლებულ იქნა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები და აღმართულ იქნა მეტალის ბოძები, რომლებზეც შემდგომ ხდება მავთულხლართის გავლება“, - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე