შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი „ენჯეოები“ სასოწარკვეთილებაში ჩაცვივდნენ და ამ სიასთან დაკავშირებით ბოღმის გარდა ვერაფერი ვეღარ თქვეს, რადგან ხვდებიან, რომ ეს მათი საბოლოოდ დამარცხების სიაა

ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი „ენჯეოები“ რა სასოწარკვეთილებაში ჩაცვივდნენ და ამ სიასთან დაკავშირებით ბოღმის გარდა ვერაფერი ვეღარ თქვეს, რადგან ხვდებიან, რომ ეს მათი საბოლოოდ დამარცხების სიაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხალხს გაუხარდა ის, რომ ლეგენდები პირველ ოცეულში არიან და გაუხარდათ ისიც, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი იქნება სიის სათავეში და ის გაუძღვება წინ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობისკენ.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, 26 ოქტომბერს წყდება საკითხი საქართველო იქნება დამოუკიდებელი, საკუთარი ხალხის ინტერესების მოქმედი ქვეყანა თუ იქნება სხვა ხალხების და პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გამტარებელი.

„რაც შეეხება ჩვენი საარჩევნო სიის პირველ ოცეულს, ნახეთ ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი „ენჯეოები“ რა სასოწარკვეთილებაში ჩაცვივდნენ და ამ სიასთან დაკავშირებით ბოღმის გარდა ვერაფერი ვეღარ თქვეს. რადგან ხვდებიან, რომ ეს არის მათი საბოლოოდ დამარცხების სია. ის სია, რომელიც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. ჩვენ ვნახეთ ხალხის რეაქცია - მათ შორის, გაუხარდათ ის, რომ ჩვენი ლეგენდები პირველ ოცეულში არიან. გაუხარდათ ისიც, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი იქნება სიის სათავეში და ის გაუძღვება წინ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობისკენ. ესეც არის გზავნილი, ყველა პატრიოტი ქართველისთვის, რომ 26 ოქტომბერს მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირონ, სახლში არ დარჩნენ, გამოვიდნენ გარეთ, რადგან 26 ოქტომბერს წყდება საკითხი ეს ქვეყანა იქნება დამოუკიდებელი, საკუთარი ხალხის ინტერესების მოქმედი ქვეყანა თუ იქნება სხვა ხალხების და პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გამტარებელი. და იქნება ის, რასაც ჩვენ ახლა ოპოზიციისგან ვხედავთ, რომელიც მთლიანად დაქვემდებარებული არიან გარე ჯგუფებს. ერთი მხრივ, ხედავთ, რომ ისინი საარჩევნო კამპანიასაც კი გარეთ ატარებენ და [მეორე მხრივ] ხედავთ, რომ გარედან უტარებენ საარჩევნო კამპანიას. დღე არ გადის, რომ ვიღაცამ რაღაცა არ თქვას არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა ქვეყანას თავისი არჩევნები აქვს ჩასატარებელი და რატომღაც იცლიან იმისთვის, რომ ჩვენს ოპოზიციას სალაპარაკო თემები მისცენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. პრემიერმა სიის პირველ ნომრად ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. პირველ ოცეულში ასევე არიან სპორტსმენები, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება