შალვა პაპუაშვილი - გახარიას გუნდზე რაიმე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, საკუთარი უფროსის კარიკატურები არიან შეკრებილები - მათგან მხოლოდ „დაგიჭერ, დაგაპატიმრებ“ განცხადებები გვესმის

გახარიას გუნდზე რაიმე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჩვეულებრივ კარიკატურას დაემსგავსა ეს გაერთიანება - საკუთარი უფროსის კარიკატურები არიან შეკრებილები. ბოლო პერიოდში მათგან მხოლოდ „დაგიჭერ, დაგაპატიმრებ“ განცხადებები გვესმის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის მოწოდებას, „დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის ციხეების ყოფილი კურატორისა და „ოცნების“ დეპუტატის გივი მიქანაძის წინააღმდეგ.“

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა განმარტა, გივი მიქანაძეს ციხის ბუნტის საქმესთან კავშირი არ აქვს და ის თანამდებობიდან გადადგა, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ხალხის მიერ მხარდაჭერილი ფასეულობებიდან გადაუხვია.

„რაც შეეხება გივი მიქანაძეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ გადაუხვია იმ ფასეულობებს, რომლებსაც თავიდანვე ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა, ის გადადგა თანამდებობიდან, წასული იყო საზღვარგარეთ და მუშაობდა საზღვარგარეთ.

არანაირი კავშირი ამ საკითხთან არ აქვს, ეს უბრალოდ კიდევ ერთხელ აჩვენებს თავად გიორგი გახარიას მეწვრილმანეობას, როდესაც ცდილობენ არარსებული თემიდან მას პრეტენზიები წაუყენონ, უბრალოდ იმიტომ, რომ გივი მიქანაძე აქტიურად ამხელს მათ გუნდს საარჩევნო დარღვევებში, რაც არის აბსოლუტური სისულელე. გახარიას გუნდი რომ არის სისულელის გამავრცელებელი, მე მგონი, ყველა ხედავს. აბსოლუტური სპეკულაცია, სერიოზული კომენტარის ღირსიც არ არის ეს საკითხი”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, 2006 წელს მომხდარი “ციხის ბუნტისას“, რა დროსაც დაიღუპა 7 და დაშავდა 22 პატიმარი, გივი მიქანაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, უშუალოდ მის საკურატორო სფეროს კი, სასჯელაღსრულების სისტემა წარმოადგენდა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა