ბექა ლილუაშვილი - დებატებში ივანიშვილის საპირწონედ ვინ უნდა დაჯდეს, თუ არა გიორგი გახარია? - მიხეილ სააკაშვილი ვერ დაჯდება

გპირდებით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ბევრი სიურპრიზი ელოდება ყველა აქტორს ამ არჩევნებზე, როგორც ოპოზიციიდან, ისე ხელისუფლებიდან, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერია, რადგან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა“.

„დაბრუნდა პოლიტიკაში რადგან, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ისევ ჰგონია, რომ ჭარბი ნდობა აქვს საქართველოს მოქალაქეების. ბიძინა ივანიშვილი თავის წარმოდგენით, ახლა ის იყენებს ყველაზე უფრო დიდ იარაღს ამ საარჩევნო ბრძოლებისთვის, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია. სინამდვილეში, ყველა დანარჩენთან შედარებით, ეს მართლა ასეა. იქით ივანიშვილია, აქეთ ვინ არის საპირწონედ, თუ არა გახარია. დებატები რომ წარმოვიდგინოთ, ივანიშვილის საპირწონედ ვინ უნდა დაჯდეს? არავინ არ მეგულება სხვა ისეთი, თუ არა გიორგი გახარია. მიხეილ სააკაშვილი ვერ დაჯდება“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

როგორც ბექა ლილუაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკურ სივრცე“ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არანაირი განახლება არ იყო და ისევ „ძველი, კარგად გაცვეთილი სანახაობა შემოგვთავაზეს“.

„მე ვერანაირი განახლება, ვერანაირი პოზიტიური გზავნილები, ვერც კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის, ან რაღაც სხვა თვალსაზრისით, სიაში ვერ ვნახე. ისევ ძველი ადამიანები. ვიღაცები ამაყობენ იმით, რომ ცოტა ზემოთ „აიჩოჩნენ“, ვიღაცები, ვისაც მოლოდინი ჰქონდა, საერთოდ არ არიან. არაფერი ახალი, ისევ ძველი, კარგად გაცვეთილი სანახაობა შემოგვთავაზეს. სინამდვილეში ამის უკან არაფერი არ არის. ჩვენ ვიცით როგორ ფუნქციონირებს „ქართული ოცნების“ კამპანია, განსაკუთრებით ახლა. ეს არ არის სახეებზე დაფუძნებული კამპანია, ძირითადად ეს არის მოსყიდვების, დიდი შავი ფულის, მინი და მიკრო ოლიგარქების თუ რეგიონული ფეოდალების ჩართულობის პროცედურა. სიახლის მოლოდინი არ გვქონია. ჩვენთვის სასიკეთოდ ბიძინა ივანიშვილმა მთლიანად აიღო პასუხისმგებლობა მომდევნო თვენახევრის განმავლობაში რაც მოხდება ყველაფერზე, მათ შორის არჩევნების შესაძლო გაყალბებაზეც. მისი გამოჩენა მისთვის ძალიან დამაზიანებელი იყო. ახლა მას აღარ აქვს არანაირი ფარი ფსევდო პოლიტიკიდან წასული ადამიანის. ვერაფერი ვეღარ დაიცავს ამ პასუხისმგებლობისგან“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი