მაკა ბოჭორიშვილი - როდესაც ვხედავთ აშშ-ის სენატსა, თუ კონგრესში საქართველოს და ქართველი ხალხის სახელით მოსაუბრე ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ არანაირი ლეგიტიმაცია, შემაშფოთებელია

როდესაც ვხედავთ აშშ-ის სენატსა, თუ კონგრესში საქართველოს და ქართველი ხალხის სახელით მოსაუბრე ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ არანაირი ლეგიტიმაცია, შემაშფოთებელია , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილი გამოეხმაურა სენატში მოსმენას თემაზე: „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“.

„ქართული ოცნება“ არსებობს იმისთვის, რომ გიგაურის და მისი მსგავსი ადამიანების ოცნება კი არ ახდეს ამ ქვეყანაში, ქართველი ხალხის სურვილებს მიეცეს შესაძლებლობა, რომ შესრულდეს. ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, უსაფრთხოება და მშვიდობა საქართველოში და სტაბილური განვითარების შესაძლებლობა. გიგაურის ოცნებები მიმართულია სწორედ ამის წინააღმდეგ რასაც ჰქვია საქართველოში მშვიდობა, სტაბილური განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, ევროკავშირში ინტეგრაცია. იმის აღსრულების შესაძლებლობას, რაც გიგაურს და მის მსგავს ადამიანებს სურთ, ნამდვილად ვერ მივცემთ. როდესაც ვხედავთ აშშ-ის სენატსა, თუ კონგრესში საქართველოს და ქართველი ხალხის სახელით მოსაუბრე ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ არანაირი ლეგიტიმაცია, შემაშფოთებელია. საქართველოს ჰყავს ხელისუფლება და თუ ვინმეს აინტერესებს რა ხდება საქართველოში და რა სურს ქართველ ხალხს, პირველ რიგში, კითხვები უნდა დაუსვან საქართველოს ხელისუფლებას და არა იმ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ ორი ადამიანის მხარდაჭერაც კი საქართველოში“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა “იმედთან“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე