გიორგი ვაშაძე - საქართველოს აქვს უზარმაზარი პერსპექტივა, რომელსაც „ოცნება“ ბლოკავს - 14 მილიარდი ნიშნავს სამუშაო ადგილების შექმნას, ფასების დაწევას, სოციალური პრობლემების მოგვარებას

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა სამგორის რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს და საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.

გიორგი ვაშაძის თქმით, მათ ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს, სადაც პირველი პუნქტს „კი ევროპას“ წარმოადგენს:

“კეთილდღეობა ევროკავშირში, რომელიც ჩვენ მოგვაქვს და ვუხსნით ხალხს, პასპორტს ვურიგებთ, სადაც არის მთელი ჩვენი პროგრამა და პირველი არის - კი ევროპას. 14 მილიარდი მოგვაქვს ევროკავშირისგან და „ოცნება“ ამას ბლოკავს. აი, ამაზე ვესაუბრებით ხალხს.

საქართველოს აქვს უზარმაზარი პერსპექტივა, ყველა მოქალაქეს ექნება ევროკავშირის პასპორტი, 14 მილიარდი ნიშნავს სამუშაო ადგილების შექმნას, ფასების დაწევას, სოციალური პრობლემების მოგვარებას, სოფლის განვითარებას, რეგიონალურ და დიდ ურბანულ პროექტებს, 14 მილიარდი ევრო, წარმოიდგინეთ და ამას ბლოკავს „ქართული ოცნება“. მგონი, ძალიან ნათელია არჩევანი - ევროკავშირი და კეთილდღეობა თუ სიღატაკე და იზოლაცია”, - განაცხადა ვაშაძემ

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა