ვფიქრობ, რომ ისინი 14 მილიარდ კუპონს გულისხმობენ, სხვა შემთხვევაში უბრალოდ შეურაცხყოფა და ხელთათმანის სროლაა სახეში ქართველი ხალხისთვის, როცა შენ ეუბნები რომ 14 მილიარდს მოგცემ თუ ხმას მომცემ. როგორ მოგცემს ჯალათს, მწვალებლებს, თაღლითს და ადამიების თავზე გამვლელს, ბიზნესის დამრეკეტებელს, მედიასაშუალებების მიმტაცებლებს, ციხეებში ხალხის მომაკვდინებელს...,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი შეფასებით, ისინი ვერ ახერხებენ საზოგადოების მოტყუებას, ისინი ახერხებენ თავიანთი ამომრჩევლის მცირე ნაწილის მოწამვლას და მიაჩნია, რომ ეს საშინელი მერკანტილური დამოკიდებულება საკუთარი ამომრთველებისთვის, ქართველი საზოგადოებისა და ზოგადად, ევროპული ღირებულებების მიმართ მიმართ.
„ევროპული ღირებულებები 14 მილიარდად აქციეს. ქართველი ხალხი არც 14 მილიარდად ევროზე, არც დოლარზე იყიდება. წამოცდენა ჰქონდათ, რომ 14 მილიარდი კი არა 14 მილიონზე იყო საუბარი. ვშიშობ, ძალიან მალე გაუკუპონდებათ, კი ჰყავთ საკუთარ რიგებში კუპონების ექსპერტი და შეუძლიათ კონსულტაცია გაიარონ.
ვფიქრობ, რომ ისინი 14 მილიარდ კუპონს გულისხმობენ, სხვა შემთხვევაში უბრალოდ შეურაცხყოფა და ხელთათმანის სროლაა სახეში ქართველი ხალხისთვის, როცა შენ ეუბნები რომ 14 მილიარდს მოგცემ თუ ხმას მომცემ. როგორ მოგცემს ჯალათს, მწვალებლებს, თაღლითს და ადამიების თავზე გამვლელს, ბიზნესის დამრეკეტებელს, მედიასაშუალებების მიმტაცებლებს, ციხეებში ხალხის მომაკვდინებელს...
14 მილიარდად კი არა 114 მილიარდი და ტრილიონი რომ იყოს, ქართველი ხალხი არ გაიყიდება. როგორც ზოგიერთ ვითომ ჩვენს მეგობარს, ვფიქრობ, არ წაუკითხავს საქართველოს ისტორია და ამიტომ ეკა გიგაური ჰყავთ ექსპერტად მიწვეული და არ იციან თუ რას ნიშნავს სერგო ორჯონიკიძეობა. ქართულ საზოგადოებას არ დავიწყებია და გააცოცხლეს და კიდევ ერთი საქართველოს გამყიდველი დაანახეს.
რა თქმა უნდა, მათმა მენტორებმა, ჭკუის დამრიგებელმა და პატრონებმა ახლა უთხრეს, რომ მთელს მსოფლიოში გაიშალონ. ესენი არიან ჩვენი ქვეყნის შემარცხვენლები, რა პლატფორმაზეც არ უნდა მოხვდნენ, ქართველი ხალხი დარწმუნებულია, რომ არაფერს სასიკეთოს არ გააკეთებენ, ამას გვალაპარაკებს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მათ გადადგეს.
ამ ხალხის პირდაპირი მიმართულება რევოლუციური სცენარია, უკანასკნელ 3 წელიწადში, 4-ჯერ მაინც სცადეს ხან პარლამენტის ჩამოშლა, ხან ცესკოსი, ხან ქუჩის არევა. არ გამოუვიდათ. ახლა სხვა გზა არ აქვთ. ახლა, ამიტომ ჩაერთო ასე მძლავრად მათი მფარველი გარე ფაქტორი, რადგან ეს არის ბოლო შანსი. „ქართული ოცნების“ დაპირება არ არის ჰაერზე გასროლილი სიტყვა, როცა „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ის აუცილებლად აგებინებს პასუხს ამ მავნებლობისთვის, დესტრუქციისთვის და მრავალი დანაშაულისთვის, რომელიც მათ ჩადენილი აქვთ საქართველოს ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ასევე ბექა ოდიშარია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის აშშ-ში, სენატში გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლასაც შეეხო.
როგორ მან აღნიშნა, „შეიძლება ენა გაიწაფოს ინგლისურად, სხვას უკეთესს ვერაფერს გააკეთებს და სადაც მიეცემა შესაძლებლობა, იქნება ეს პირდაპირ ეთერში თუ დახურულ კარს მიღმაც, რა თქმა უნდა, ქვეყანას მახვილს ჩაასობს“.
„ისე, რამხელა ცინიზმია და ალბათ ძალიან მძიმე სურათია, როცა ამხელა ქვეყნის სენატორი ან კონგრესმენი ხარ და იძულებული ხარ ეკა გიგაურს უსმინო და დრო ხარჯო. არ ვიცი, როგორ მივმართო ამერიკის შეერთებული შტატების გადასახადების გადამხდელებს, რაში უხდით ამ ხალხს ფულს? - იმაში, რომ გიგაურს, რომელსაც თავის სადარბაზოში არ მისცემიან ხმას და მისი თავის კორპუსში არავის არ სჯერათ, ამ ადამიანს ესაუბრებიან. გიგაურმა შეიძლება ენა გაიწაფოს ინგლისურად, სხვას უკეთესს ვერაფერს გააკეთებს და სადაც მიეცემა შესაძლებლობა, იქნება ეს პირდაპირ ეთერში თუ დახურულ კარს მიღმაც, რა თქმა უნდა, ქვეყანას მახვილს ჩაასობს და აქაც შეასრულებს იმ დავალებას, რასაც უგზავნიან“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.