ირაკლი ზარქუა - ჩემი ოჯახის არცერთ წევრს შეხება არ აქვს სახელმწიფო შესყიდვასთან, კომპანია „ლაგი კაპიტალი“ გაიყიდა, ამიტომ, მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, მიიღოთ ცნობები, ასრულებს თუ არა კომპანია ტენდერით დაკისრებულ პირობებს

ჩემი ოჯახის არცერთ წევრს შეხება არ აქვს სახელმწიფო შესყიდვასთან, კომპანია „ლაგი კაპიტალი“ გაიყიდა, ამიტომ, მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, მიიღოთ ცნობები, ასრულებს თუ არა კომპანია ტენდერით დაკისრებულ პირობებს, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, სატელევიზიო ეთერით გავიდა სიუჟეტი მასზე და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, რომ თითქოს სიძეს ლობირებას უწევს და ტენდერებში მონაწილეობს.

ზარქუას განმარტებით, მისი ოჯახის არცერთ წევრს შეხება არ აქვს სახელმწიფო შესყიდვასთან, ხოლო აღნიშნული სიუჟეტი მცდელობაა იმისა, რომ ოჯახს და პარტიას ჩირქი მოსცხონ.

„არ ისვენებს შავი ნოდარა და ტვ „პირველი“ და მორიგი სიუჟეტი მომიძღვნეს, რომელიც გულისხმობს თითქოს, მე ვლობირებ ჩემს სიძეს და რაღაც ტენდერებში ვიღებ მონაწილეობას და თურმე ასე ვიგებ. კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩემი ოჯახის არცერთ წევრს შეხება არ აქვს სახელმწიფო შესყიდვასთან, არცერთ ტენდერში არ ყოფილან. კომპანია, რომელიც არის „ლაგი კაპიტალი“ გაიყიდა და მიყიდეს, თუ არ ვცდები არიან ძმები ბერძენიშვილები, ალეკო და ბესო. მათი ერთ-ერთი მეუღლე არის ამ კომპანიის ხელმძღვანელი, 100 პროცენტიანი წილის მფლობელი ია რამიშვილი, ხოლო გენერალურ დირექტორად ჰყავთ დანიშნული დავით კვირიკაშვილი თუ კვირიკაძე. მეგობრებო, თქვენ მოგმართავთ, გამოდით და პოზიცია დააფიქსირეთ. სიმართლე თქვით, რა და როგორ არის. რამე შეხება გაქვთ ან ჩემთან ან ჩემს ოჯახთან ან ჩემს სიძესთან?!- არანაირი. ამიტომ თქვენგან ველოდები [პასუხს]. ამავე დროს, მივმართავ შესაბამის უწყებებს. „ტვ პირველის“ სიუჟეტში საუბარია, რომ თურმე რაღაც ტენდერები მოიგეს და ვალდებულებას არ ასრულებენ. მე მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს დაინტერესდნენ ამ კომპანიით რასთან გვაქვს საქმე, რომ საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს რეალობა.

კიდევ ერთხელ ყველა უწყებას, ვინც ჩართული იყო ტენდერებში, ან სადაც ამ კომპანიამ გაიმარჯვა ამავე დროს შესაბამის უწყებებს, თუ გაქვთ რამე საფუძველი გთხოვთ დაინტერესდეთ და მიიღოთ შესაბამისი ცნობები ასრულებს, თუ არა ტენდერით დაკისრებულ პირობებს და მოვალეობებს. ამით კიდევ ერთხელ წერტილი დაესმება იმ უმსგავსობას, რასაც მელაძე და კომპანია ჩადის არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩვენი გუნდის წინააღმდეგ და ეგონა რომ გავატარებდი. არ გავატარებ“-განაცხადა ზარქუამ.

მისივე თქმით, მასზე და მისის სიძის შესახებ მორიგ „ფეიკნიუსს“ ელოდება.

„კიდევ ერთხელ ყველა სტრუქტურას მოვუწოდებ დაინტერესდეს ამ თემით. გვარები ვთქვი ვინ არიან რას წარმოადგენენ და შესაბამისად, თუ რამე არის გადაცდომა დარწმუნებული ვარ შესაბამის ღონისძიებებს მიიღებენ“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ