გიორგი ამილახვარი გორში ახლად რეაბილიტირებულ მე-12 საჯარო სკოლას ესტუმრა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი ქალაქ გორის ახლად რეაბილიტირებულ მე-12 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სკოლა მინისტრთან ერთად დაათვალიერეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა და გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სწავლაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, მიმდინარეობს სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. მისი თქმით, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურ რეჟიმში ახორციელებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში.

„გორის მე-12 საჯარო სკოლის შენობა 750 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლაში განახლებულ სასწავლო სივრცეებთან ერთად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სასადილო, სპორტული და სააქტო დარბაზები. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 5 100 000 ლარზე მეტია. რეაბილიტაციის შემდგომ სააგენტო ასევე უზრუნველყოფს სკოლის აღჭურვას ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით.

ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შედეგად გორის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში გააგრძელებენ“, - აღნიშნულია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია