ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილმა სისხლიანი რეჟიმი წარსულს ჩააბარა და საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა - ყველა ის მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გასული 12 წლის მანძილზე ჰქონდა, სწორედ ამ დემოკრატიული გარდატეხის შედეგია

2012 წლამდე საქართველოს მართავდა უსამშობლო ადამიანების ერთობა, უცხოური აგენტურა, რომელმაც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე უამრავი დანაშაული ჩაიდინა. პატიმრებით გადავსებული ციხეები, ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ქუჩაში ახალგაზრდების მკვლელობა, ბიზნესის ტერორი, ტელევიზიების მითვისება, სამაჩაბლოს და აფხაზეთის დაკარგვა - ეს იმ დანაშაულების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი ჩადიოდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გორში, საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მანვე მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის და უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობისთვის, რომელმაც ქვეყანას ძალიან დიდი წინსვლა მოუტანა.

„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანს, რომელმაც სისხლიანი რეჟიმი წარსულს ჩააბარა და საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა. ყველა ის მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გასული 12 წლის მანძილზე ჰქონდა, სწორედ ამ დემოკრატიული გარდატეხის შედეგია. დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის და უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობისთვის, რომელმაც საქართველოს უკვე ძალიან დიდი წინსვლა მოუტანა და მომავალშიც ასეთივე წინსვლას მოუტანს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის