შალვა პაპუაშვილი 14 მილიარდიან დაფინანსებაზე - ეს არის „ოსტაპ ბენდერის“ დონის ტყუილები - გიორგი ვაშაძეს შეეფერება, ის ეჭიდება ხოლმე მსუყე ტყუილებს, წვრილმან ტყუილებს არ კადრულობს

ეს არის „ოსტაპ ბენდერის“ დონის ტყუილები, რასაც ოპოზიცია ავრცელებს. გიორგი ვაშაძეს პრინციპში შეეფერება, ის ეჭიდება ხოლმე მსუყე ტყუილებს, წვრილმან ტყუილებს არ კადრულობს, ამიტომ მის სტილშია ეს ყველაფერი, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის განცხადებას 14 მილიარდიანი დაფინანსების დაკარგვასთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის განმარტებით, დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი NGO-ები აღნიშნულთან დაკავშირებით „ხმას არ იღებენ“.

„თუ ეს სიმართლეა, რაში სჭირდება ამას დებატები, ქართველ ხალხს უმალავენ ამ სიმართლეს, თუ რა ჰგონიათ, ღირსი არ არის ხალხი, რომ იცოდეს? ეს არის „ოსტაპ ბენდერის“ დონის ტყუილები, რასაც ოპოზიცია ავრცელებს. გიორგი ვაშაძეს პრინციპში შეეფერება, ის ეჭიდება ხოლმე მსუყე ტყუილებს, წვრილმან ტყუილებს არ კადრულობს, ამიტომ მის სტილშია ეს ყველაფერი. ამას წინათ ვთქვი, ალბათ, ერთ კვირაზე მეტია, რაც ეს აბსოლუტური აფერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამოიწყო 14 მილიარდთან დაკავშირებით. ჩვენ გვყავს NGO-ები, რომლებიც მილიონებს იღებენ უცხოეთიდან იმისთვის, რომ თითქოს, დეზინფორმაცია უნდა ამხილონ, მათ შორის, განსაკუთრებით, საარჩევნო კამპანიაში ტყუილები ამხილონ. სწრაფები არიან ხოლმე იმისთვის, რომ იქნებ, „ქართული ოცნება“ რაღაცაში გამოიჭირონ და ა.შ. არც ერთ, უცხოური დაფინანსების NGO-ს ხმა არ ამოუღია ამ სიყალბეზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს, ესეც უცხოური ჩარევაა არჩევნებში, რადგან უცხოელები იხდიან ფულს და გვეუბნებიან, ეს არის ინდიკატორი, თუ ეს NGO იტყვის, რომ ტყუილია, ე.ი. ტყუილია, თუ ჩუმად არის, ე.ი. ეს ტყუილი არ ყოფილა, ასე ჰყავთ გაჩუმებული ეს NGO-ები, ხმას არ იღებენ იმისთვის, რომ ამ ტყუილმა და სიყალბემ მოიაროს მედია, სოცქსელები, ადამიანის ტვინში შევიდეს და გაჯდეს, როგორც სიმართლე, ესეც უცხოური ჩარევის ერთ-ერთი მაგალითია, როცა დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი ე.წ. NGO-ები, მილიონერი NGO-ები ჩუმად არიან და ამაზე ხმას არ იღებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა