შალვა პაპუაშვილი - ხომ დაინახეთ, შერიგებაზე როდესაც  ვსაუბრობთ, რა რეაქცია აქვს ოპოზიციას, NGO-ებს და მათ მედიას - წარმოიდგინეთ, როცა იქნება საკითხები, თუ როგორ ვიცხოვრებთ, ჩვენ აფხაზები და ოსები ერთიან ქვეყანაში, აქ ხომ ოპოზიცია აუცილებლად დაბლოკავს ამ გადაწყვეტილებას

ჩვენ განვაცხადეთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება, მათ შორის, იმისთვის, რომ სულ უფრო ახლოს არის და გარკვეულ წილად, რეალური ხდება შანსი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისა. ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ვინაიდან ამ პროცესს დასჭირდება კონსტიტუციური ცვლილებები და ოპოზიცია აუცილებლად დაბლოკავს ამ ცვლილებებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მათ სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ იმისთვის, რომ როდესაც დადგება დრო ქართველების, ოსების და აფხაზების ერთიან ქვეყანაში ცხოვრების და ტექნიკურ-პოლიტიკური ხასიათის საკითხების მოწესრიგების, ამ საკითხებს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს.

მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან მიმდინარე კამპანიამ ეს ყველაფერი დაადასტურა.

,, ეს ორი დღე, ზუსტად ამას გვაჩვენებს, რომ ოპოზიცია და NGO-ები და მათი მედია ამ საკითხში არიან ჩართული. წარმოიდგინეთ, საუბარი გვაქვს შერიგებაზე - ეწინააღმდეგებიან, რომ ოსები და აფხაზები არიან თურმე მტრები, დამნაშავეები და მათთან როგორ შეიძლება შერიგებაზე, შენდობაზე, სინანულზე, პატიებაზე, ურთიერთშეთანხმებაზე იყოს საუბარი. ორი დღე, პირდაპირ შუღლს აღვივებენ, რომ ჩვენ არ გვაქვს არავითარი სასაუბრო იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია ეს ცვლილებები ერთმანეთთან. ჩვენც ხომ არ ვატკინეთ ვიღაცას გული, ჩვენც ხომ არ დავუტოვეთ ვიღაცას იარა და ამისთვის ხომ არ არის სინანული და ურთიერთშენდობა საჭირო. ხომ დაინახეთ, ელემენტარულად შერიგებაზე ვსაუბრობთ. შერიგებისას ხომ არის საუბარი, სინანულზე, ურთიერთშენდობაზე, ეს ხომ ელემენტარულია. ამ ელემენტარულზე, რომ ასეთი რეაქცია აქვთ, თქვენ წარმოიდგინეთ, როცა იქნება საკითხები და ღმერთმა ქნას ეს მალე იყოს, ტექნიკურ-პოლიტიკური ხასიათის მოსაწესრიგებელი, ის თუ როგორ ვიცხოვრებთ ჩვენ ერთიან ქვეყანაში, აქ ხომ ოპოზიცია აუცილებლად, დაბლოკავს ამ გადაწყვეტილებას. ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება, იმიტომ რომ ზუსტად მათი ფალსტარტის პროვოცირება მოახდინა ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, რომ პირდაპირ დაგვანახეს, ისინი არაფერს არ გააკეთებენ და პირიქით, ყველანაირად დაბლოკავენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რატომ? იმიტომ, რომ მათი ევროპული გზა არის გზა აფხაზების და ოსების გარეშე და ამისთვის ამზადებენ ამ ქვეყანას, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ჩვენს ტერიტორიებზე და ისე გავიაროთ ეს გზა,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება