ევროკომისარი ტიერი ბრეტონი თანამდებობას ტოვებს და ურსულა ფონ დერ ლაიენს აკრიტიკებს

ევროკომისარმა საფრანგეთიდან ტიერი ბრეტონმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ გადადგომის წერილში ბრეტონი აცხადებს, რომ ფონ დერ ლაიენმა, პირადი მიზეზების გამო, საფრანგეთს მოსთხოვა ევროკომისიის ახალი შემადგენლობის ფორმირების პროცესში მისი კანდიდატურა მოეხსნათ და ეს საკითხი თავად მასთან არ განიხილა.

“ამ უკანასკნელი მოვლენების ფონზე - საეჭვო მმართველობის შემდგომი მტკიცებულება - უნდა განვაცხადო, რომ აღარ შემიძლია ჩემი მოვალეობების შესრულება კოლეგიაში”, - ნათქვამია ბრეტონის წერილში.

ბრეტონის განცხადების შემდეგ საფრანგეთმა მის შემცვლელად საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟორნეს კანდიდატურა დაასახელა.

ბრეტონს, რომელიც ევროკავშირის ინდუსტრიისა და შიდა ბაზრის კომისარი იყო და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის ურთიერთობა ბოლო თვეების განმავლობაში გაუარესდა. ფრანგმა ევროკომისარმა ფონ დერ ლაიენის “ევროპის სახალხო პარტიიდან“ მეორე ვადით წარდგენა საჯაროდ გააკრიტიკა, რამაც ევროკომისიის პრეზიდენტის გულისწყრომა გამოიწვია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა