პრეზიდენტი ხაზარაძე-გახარიას პირისპირ შეხვედრაზე - მე ვეპატიჟები ორივეს სადილად, მანამდე, რაც უნდათ, ის გააკეთონ, შეხვდნენ - პირიქით, ძალიან კარგი იქნება

მე ვეპატიჟები ორივეს 15:00 საათზე, სადილად. მანამდე, რაც უნდათ, ის გააკეთონ, შეხვდნენ. პირიქით, ძალიან კარგი იქნება, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პოზიციას, რომ ორბელიანის სასახლეში სტუმრობამდე ის და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია პირისპირ უნდა შეხვდნენ.

პრეზიდენტმა მცირე კომენტარი „ტვ პირველთან“ გააკეთა.

როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია. პრეზიდენტის წინადადება ორივე მხარემ გაიზიარა, თუმცა დღეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიასთან პირისპირ შეხვედრის გარეშე პრეზიდენტთან მისვლა უპატივცემლობა იქნებოდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს