შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - თუ ეს არის ევროპა, რომ სამსახურში არ უნდა იარო, მაშინ ვერ ვთანხმდებით ზოგიერთ უცხოელთან - ევროპა გვესმის ისე, რომ ხელფასი, რომელსაც მოქალაქეებისგან იღებენ, მანდატის განხორციელებას უნდა მოახმარონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაასახელა ოპოზიციონერები, ვინც სხდომას არ ესწრებიან და განაცხადა, რომ ევროპა არის ის, რომ ხელფასი, რომელსაც მოქალაქეებისგან იღებენ, მანდატის განხორციელებას მოახმარონ.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ზოგიერთ ოპოზიციონერს სხვა წარმოდგენა აქვს.

„ბოლო სხდომას არ ესწრებიან ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, თამარ კორძაია, გრიგოლ ვაშაძე, თამარ ჩარკვიანი, დავით ბაქრაძე, არმაზ ახვლედიანი, რომან გოცირიძე, „ნაციონალური მოძრაობა“ სრული შემადგენლობით, „მოქალაქეები“ - ესეც თავისთავად აჩვენებს...

ერთ-ერთ უცხოელ კოლეგასთან მქონდა საუბარი და ასეთი ტერმინი გამოიყენა - პროევროპული ოპოზიციაო, ვისაუბრეთ მერე ამასთან დაკავშირებით.

თუ ეს არის ევროპა, რომ სამსახურში არ უნდა იარო, მაშინ ვერ ვთანხმდებით ზოგიერთ უცხოელთან, რა არის ევროპა; თუ ეს არის ევროპა, რომ მომავალ პარლამენტში მანდატი ითხოვო და ამ პარლამენტში, სადაც მანდატი გაქვს, იმას არ ახორციელებდე, მაშინ ჩვენ და ის უცხოელი კოლეგა ვერ ვთანხმდებით, რა არის ევროპა. ჩვენ სხვანაირად გვესმის ევროპა. ევროპა გვესმის ისე, რომ ხელფასი, რომელსაც მოქალაქეებისგან იღებენ, მანდატის განხორციელებას უნდა მოახმარონ, რომელიც მოქალაქეებმა მისცეს. როგორც ჩანს, სხვა წარმოდგენა აქვს ზოგიერთ ოპოზიციონერს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს