გიორგი კაკაურიძე - კონკრეტული ადამიანების მიმართ გარკვეული სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ვერ იქონიებს

კონკრეტული ადამიანების მიმართ გარკვეული სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ვერ იქონიებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, ამ კუთხით, ქვეყანაში ბიზნესგარემო არ გაუარესდება.

„არ ვფიქრობ, რომ ბიზნესგარემო ამ კუთხით გაუარესდება და ბიზნესგარემოსთვის ხელისშემშლელი იქნება, როცა კონკრეტულ ადამიანების სანქცირებაზეა საუბარი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გარდა ამისა, მან სამინისტროს თანამშრომლების შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა.

„ვფიქრობ, ფინანსთა სამინისტროს არც ერთ თანამშრომელს, ყოველ შემთხვევაში, ხელმძღვანელ პირებს, არ აქვთ რაიმე ისეთი გაკეთებული, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სანქციის დაწესებასთან“, - განაცხადა კაკაურიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი "საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე" 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ბლინკენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით კვლავ შეშფოთებულია.

გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დასანქცირდნენ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ