პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ“ კვლევა ჩაატარა და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის მიღებას 91% უჭერს მხარს - პროპაგანდასთან დაპირისპირება ჩვენი ვალია ქართული საზოგადოების წინაშე

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო არავის პირადი ცხოვრება და ვერავის პირად ცხოვრებაში ვერ შევიჭრებით, მათ შორის ვერც ვერავის გავკიცხავთ საკუთარი ცხოვრების გამო. ეს არ არის არც სახელმწიფოს, არაც ხელისუფლების და არც პოლიტიკოსების ფუნქცია,- მაგრამ პროპაგანდასთან დაპირისპირება არის ჩვენი ვალი ქართული საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ერთხმად - 84 ხმით მიიღო.

მისი თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია უპირისპირდება ყველანაირ ქართულს, ყველანაირ ეროვნულ წამოწყებას.

„ხედავთ, რომ არის სხვადასხვა ქვეყანაში, მსოფლიო მასშტაბით ძალიან საშიში ტენდენციები. ეს ტენდენციები პირდაპირ აისახება შემაშფოთებელ სტატისტიკაზე და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა ამის გამეორება ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ გვინდა ჩვენი ტრადიციული ფასეულობების დაცვა. ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო არავის პირადი ცხოვრება და ვერავის პირად ცხოვრებაში ვერ შევიჭრებით, მათ შორის ვერც ვერავის გავკიცხავთ საკუთარი ცხოვრების გამო. ეს არ არის არც სახელმწიფოს, არაც ხელისუფლების და არც პოლიტიკოსების ფუნქცია, პირიქით, ჩვენ თავს ვიწონებთ სწორედ იმით, რომ ადამიანი აბსოლუტურად თავისუფალია თავის პირად ცხოვრებაში, მაგრამ პროპაგანდასთან დაპირისპირება არის ჩვენი ვალი ქართული საზოგადოების წინაშე და სწორედ ამას ემსახურება ის კანონი, რომელიც მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს პარლამენტმა. როდესაც ასეთ პირობებში, ამასაც კი უპირისპირდება რადიკალური ოპოზიცია, აქედან ჩანს, რომ ისინი მხოლოდ გარე დაკვეთით მოქმედებენ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საზოგადოების დაკვეთა ამ კანონის მიღებაა. პრემიერის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კვლევაც ჩაატარა და 91% კანონის მიღებას უჭერს მხარს, ხოლო „რადიკალური ოპოზიცია საზოგადოების ასეთი ძლიერი დაკვეთის წინააღმდეგ პირდაპირ მიდის“.

„ამას შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი ახსნა - ისინი მოქმედებენ არა საზოგადოების დაკვეთით, არამედ გარე პატრონების დაკვეთით“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონისა, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ამნისტიის შესახებ კანონზე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც უკვე მესამე მოსმენით არის მიღებული პარლამენტის მიერ.

„საქართველოში, დღეს, 10 000 პატიმარია, საიდანაც 1 000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით, 5 000 ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება. ეს არის მაქსიმალურად დაბალანსებული კანონი იმ კუთხით, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად განიტვირთება ციხეები და გათავისუფლდებიან ადამიანები საპატიმროებიდან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ასევე,საზოგადოებრივი წესრიგის სათანადოდ დაცვაც, ანუ დამატებითი რისკები არ შეექმნება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს