თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - წინწყაროსა და ფარცხისში, ახალი სასწავლო წლიდან, ბაღის აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე ბაღებით სარგებლობას შეძლებენ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - წინწყაროსა და ფარცხისში, ახალი სასწავლო წლიდან, ბაღის აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ბაღებით შეძლებენ სარგებლობას.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილესთან, გიორგი ციბაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან, გოდერძი ჩანქსელიანთან, მერთან გიორგი წიკლაურთან ერთად ახალაშენებული ბაღები მოინახულა, აღსაზრდელებს, აღმზრდელ-პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

„პროექტის ფარგებში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები, სველი წერტილები.

ორივე ბაღის შენობა ჯამში 255 აღსაზრდელის მიღებას შეძლებს, ისინი ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და მათი ჯამური ღირებულება 7 000 000 ლარზე მეტს შეადგენს.

პროექტები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით განხორციელდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს