ანალენა ბერბოკი - ყველაფერი, რასაც უკრაინის მხარდასაჭერად ვაკეთებთ, ასევე, მოლდოვასთან მიმართებაში სტაბილიზაციის ხელშეწყობას ნიშნავს

ყველაფერი, რასაც უკრაინის მხარდასაჭერად ვაკეთებთ, ასევე, მოლდოვასთან მიმართებაში სტაბილიზაციის ხელშეწყობას ნიშნავს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მოლდოვაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

„ყველაფერი, რასაც უკრაინის მხარდასაჭერად ვაკეთებთ, ასევე, მოლდოვასთან მიმართებაში სტაბილიზაციის ხელშეწყობას ნიშნავს. აშკარაა ის, თუ რა არის აქ ხალხის ყველაზე დიდი საზრუნავი: თუ უკრაინა დაეცემა, შემდეგი ქვეყანა მოლდოვა იქნება“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ აღნიშნა, რომ ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა, რომელიც ჩვენ პირველივე დღეს დავგმეთ, ჩვენს ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა. ომით გამოწვეული გაურკვევლობა ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას კვლავ სერიოზულად აფერხებს და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ომი გაგრძელდება“, - აღნიშნა მაია სანდუმ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ