ნანა ტოხვაძე - დაპირისპირება, შუღლი და პროპაგანდით მართვა ხელისუფლების სავიზიტო ბარათია - მათ საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე მასწავლებლები ერთმანეთს დაუპირისპირეს

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თბილისის სკოლების მასწავლებლებს შეხვდნენ და განათლების სისტემაში არსებული პრობლემები განიხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელის, ნანა ტოხვაძის თქმით, „ოცნებამ“ მასწავლებლები ტყუილი დაპირებების მსხვერპლად აქცია.

“დაპირისპირება, შუღლი და პროპაგანდით მართვა ხელისუფლების სავიზიტო ბარათია. მათ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს,როცა საკუთარი საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე ერთმანეთს დაუპირისპირეს მასწავლებლები. სტატუსების, საათების, ტყუილი დაპირებების მსხვერპლად აქციეს პედაგოგიური საზოგადოება. კითხვას ვუსვამ კობახიძეს და მის ქვეშევრდომ გიორგი ამილახვარს- დაპირებული საშუალოდ 500 ლარით და მეტით ხელფასის ზრდა, რამდენ მასწავლებელს შეეხო? წარმოადგინეთ სტატისტიკა, რატომ და როგორ მოატყუეთ მასწავლებლები. სინამდვილეში, ხელისუფლების ამოცანა განათლების ხარისხი კი არა საარჩევნო ხმებია.ამიტომაც დადეს ფსონი რაოდენობრივად ყველაზე დიდ სეგმენტზე 41000 უფროს მასწავლებელზე, ხოლო მაღალი სტატუსისა და მიღწევის მქონე 10 000 მასწავლებელი უცერემონიოდ გაწირეს. ამიტომ გვჭირდება გამარჯვება 26 ოქტომბერს, ამიტომ გვჭირდება ევროპული 14 მილიარდიანი მხარდაჭერა, რომ განათლების ხელმისაწვდომობა გაიზარდოს თითოეული მოსწავლისა და სტუდენტისთვის, ყველა მასწავლებლის შრომა დაფასდეს ღირსეულად”, - განაცხადა ტოხვაძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ