უკრაინა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას მოუწოდებს, არ აღუდგინოს რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება

უკრაინის სპორტის სამინისტრო და უკრაინის ჭადრაკის ფედერაცია ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას მოუწოდებენ, არ აღუდგინოს რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება.

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას გეგმავს, რომ საკითხი 21-22 სექტემბერს ბუდაპეშტში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე განიხილოს, რაზეც უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ღრმა შეშფოთება გამოხატეს.

“ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა მატვი ბიდნიმ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ და უკრაინის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ოლექსანდრ კამიშინმა ხელი მოაწერეს წერილს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციისადმი (FIDE).

ისინი მოუწოდებენ ჩამოსორების გაგრძელებას და რუსეთისა და ბელარუსის საჭადრაკო ფედერაციის უფლებების არ აღდგენას.

უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამოხატეს ღრმა შეშფოთება FIDE-ს გეგმებთან დაკავშირებით განიხილონ ეს საკითხი 21-22 სექტემბერს ბუდაპეშტში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე.

სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რუსეთმა მოკლა 500-ზე მეტი სპორტსმენი და მწვრთნელი, მათ შორის 21 მოჭადრაკე. დაკარგულად ითვლება კიდევ ორი მოჭადრაკე.

უკრაინის ოფიციალური პირები ხაზს უსვამენ, რომ რუსული და ბელარუსული სპორტული ორგანიზაციები ამ ქვეყნების სახელმწიფო პოლიტიკის ინსტრუმენტია. უკრაინა მოუწოდებს FIDE-ს, გააგრძელოს რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენების ჩამოშორება ყველა საერთაშორისო შეჯიბრს“, - წერია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა