ბექა ოდიშარია - ზურაბიშვილი არის ძალდატანებული ხანუმა, მაჭანკალი, რომელიც ამ უნიჭო დრამატურგიაში დამდგმელი რეჟისორის როლს ასრულებს - თითქოს მედიატორობს, გახარიას, ხაზარაძის და ზურაბიშვილის გარეშეც ყველაფერი გადაწყვეტილია

ზურაბიშვილი არის ძალდატანებული ხანუმა, მაჭანკალი, რომელიც ამ უნიჭო დრამატურგიაში დამდგმელი რეჟისორის როლს ასრულებს - თითქოს მედიატორობს. გახარიას, ხაზარაძის და ზურაბიშვილის გარეშეც ყველაფერი გადაწყვეტილია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან პარტია “გახარია საქართველოსთვის” და კოალიცია “ძლიერი საქართველოს” შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი “ეკლექტური, უაზრო და უპრინციპო გაერთიანება ქართველებისთვის მიუღებელია.”

„სამწუხარო სანახავია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძალდატანებული ხანუმობა ამ უნიჭო დრამატურგიაში, მაშინ როდესაც გათამაშებულია, თითქოს ფიქრობენ. გახარიას, ხაზარაძის და ზურაბიშვილის გარეშეც ყველაფერი გადაწყვეტილია. ისინი ძალიან მალე, როგორც ამას ჩვენ თვეების წინ ვაანონსებდით, გაუერთიანდებიან ერთმანეთს, თუმცა წაართმევენ იმ ცოტა ხმებსაც. რადგან ასეთი ეკლექტური, უაზრო და უპრინციპო გაერთიანება ქართველებისთვის მიუღებელია. როდესაც ხალხი ერთმანეთს დედას აგინებს და 5-10 წუთის წინ ერთმანეთს უკიდურეს შეურაცხყოფებს აყენებენ, შემდგომში მათი ერთობის პატარა ბავშვსაც არ სჯერა. გაერთიანდნენ, კი ბატონო. ისედაც ეს ორი ძალიან მძიმე ქვა იყო პოლიტიკურ ბადეში და ქვას რომ ქვა დაემატება, რა ფსკერზეც აღმოჩნდებიან, ამას ძალიან მალე, 26 ოქტომბერს ვნახავთ”, - განაცხადა ოდიშარიამ.

ამავე თემაზე საუბრისას ოდიშარიამ აღნიშნა, რომ სინამდვილეში არც გახარიას და არც ხაზარაძეს არ აინტერესებს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის არც პოზიცია და არც მოწოდება.

„პრეზიდენტის როლი არის გაცხადებულად კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა მე მეცოდება ის, რადგან ამ როლის შესრულებას არავინ ეკითხება, მას ეს დავალება აქვს. მე ძალიან ვწუხვარ და შეურაცხყოფილი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გარე ძალების ასეთი მარიონეტია. ზურაბიშვილი არის ძალდატანებული ხანუმა, მაჭანკალი, რომელიც ამ უნიჭო დრამატურგიაში დამდგმელი რეჟისორის როლს ასრულებს, თითქოს მედიატორობს. სინამდვილეში, ხომ წარმოგიდგენიათ, რომ გახარიასაც და ხაზარაძესაც ღრმად არ აინტერესებს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის არც პოზიცია და არც მოწოდება. თუმცა ისინი არიან ინფორმირებული იმის შესახებ, რომ მათმა პატრონებმა მათი ერთობა მათ გარეშე გადაწყვიტეს. უბრალოდ ამის გამოცხადება სალომე ზურაბიშვილს დაავალეს“,- აღნიშნა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას შორის გაერთიანებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მათ გუშინ პირისპირ შეხვედრაც გამართეს.

მოგვიანებით, ისინი პრეზიდენტის მიწვევით ორბელიანების სასახლეში მივიდნენ.მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ტექნიკური საკითხების გამო პაუზა აიღეს. გახარიას თქმით კი, მამუკა ხაზარაძემ ერთი დღე ითხოვა.ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, როდესაც სახელმწიფო ინტერესებზეა საუბარი და არის შესაძლებლობა, არჩევნებში “ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა” ერთდროულად დამარცხდეს, მზად არის ყველაფერი აიტანოს. მისივე თქმით, სახელმწიფოს თუ დასჭირდა, „ქართულ ქარტიასაც“ მოაწერს ხელს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი