სოზარ სუბარი გახარია-ხაზარაძეზე - ცალ-ცალკე არ აქვთ 5%-ის გადალახვის შანსი, შესაბამისად, მათივე უცხოელმა პატრონებმა გაერთიანება აუცილებლად ჩათვალეს, რომ რაღაცნაირად ბარიერი გადაალახვინონ

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, არც გიორგი გახარიას და არც მამუკა ხაზარაძის პარტიას 5 პროცენტის გადალახვის შანსი არ აქვს.

სუბარის შეფასებით, გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის „უცხოელმა პატრონებმა მათი გაერთიანება გადაწყვიტეს, რომ რაიმე ხერხით ბარიერი გადაალახვინონ“.

„სამთვე-ნახევრის წინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა გარკვეული მოძრაობა და ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსების შეკრება დაიწყო მის ირგვლივ, „ხალხის ძალამ“ ვთქვით, რომ ეს ერთადერთი მიზნით კეთდებოდა, შეექმნა საფუძველი იმ სამომავლო გაერთიანებისთვის, რომელიც „ლელოს“ და გახარიას პარტიის გაერთიანებას გულისხმობდა. ცალ-ცალკე, არც „ლელოს“ და არც გახარიას, 5%-ის გადალახვის შანსი არ აქვს. შესაბამისად, მათი გაერთიანება მათივე უცხოელმა პატრონებმა აუცილებლად ჩათვალეს, რომ რაღაცნაირად ბარიერი გადაალახინონ“,- განაცხადა სოზარ სუბარმა, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას შორის გაერთიანებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მათ გუშინ პირისპირ შეხვედრაც გამართეს.

მოგვიანებით, ისინი პრეზიდენტის მიწვევით ორბელიანების სასახლეში მივიდნენ.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ტექნიკური საკითხების გამო პაუზა აიღეს. გახარიას თქმით კი, მამუკა ხაზარაძემ ერთი დღე ითხოვა.

ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, როდესაც სახელმწიფო ინტერესებზეა საუბარი და არის შესაძლებლობა, არჩევნებში “ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა” ერთდროულად დამარცხდეს, მზად არის ყველაფერი აიტანოს. მისივე თქმით, სახელმწიფოს თუ დასჭირდა, „ქართულ ქარტიასაც“ მოაწერს ხელს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს