ბერდია სიჭინავა - პარტიულ და პერსონალურ საკითხებზე მაღლა უნდა დავაყენოთ შესაძლო გაერთიანების საკითხი, რადგან ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა - დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ

ჩვენ პარტიულ და პერსონალურ საკითხებზე ბევრად უფრო მაღლა უნდა დავაყენოთ [შესაძლო გაერთიანების] საკითხი იმიტომ, რომ ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, როდესაც ისაუბრა კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შესაძლო გაერთიანებაზე.

მისი თქმით, ამ პროცესს და ამ პროცესში რაღაცა ტიპის ცენტრის ფორმირებას მხოლოდ და მხოლოდ, მიესალმებიან.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ამოსავალი წერტილი ყოველთვის იყო სახელმწიფო ინტერესები და პარტიული და პერსონალური ინტერესები ყოველთვის მეორე პლანზე იდგა. ასე ვმოქმედებდით ხელისუფლებაში და ასე ვმოქმედებთ ოპოზიციაშიც. ეს უნდა იყოს წამყვანი როლი, გადაწყვეტილების მთავარი ფაქტორი ნებისმიერი პოლიტიკური გუნდისთვის. ამიტომ, ჩვენ პარტიულ და პერსონალურ საკითხებზე ბევრად უფრო მაღლა უნდა დავაყენოთ ეს საკითხი იმიტომ, რომ ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ, „ოცნებას“ ხელისუფლებიდან გავიშვებთ ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშით ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში“, - განაცხადა სიჭინავამ.

ბერდია სიჭინავა ფიქრობს,რომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ გაერთიანება ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მოზიდვას შეძლებს.

გარდა ამისა, სიჭინავამ ისაუბრა, აშშ-ს- მიერ ქართველი ოფიციალური პირების დასანქცირებაზე და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აშშ-ს ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე.

„ამ ადამიანის პრემიერ-მინისტრობა არის ანეკდოტი, მაგრამ ანეკდოტთან ერთად არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი იმიტომ, რომ ამ ადამიანს, საერთოდ ვერ წარმოუდგენია და ვერ გაუაზრებია ის როლი, რა გამაერთიანებელი როლიც შეიძლება ეკისროს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფოს წინაშე. ირაკლი კობახიძე ისევ დარჩა „ოცნების“ საშუალო სტატისტიკურ სპიკერად, რომელიც პარტიულ მესიჯებს აჟღერებს მთავრობის სხდომიდან. მას ეს როლი გააზრებული არ აქვს. დეოკუპაციის საკითხზე ვერ საუბრობს პროფესიონალურად, ეკონომიკაზე ხომ საერთოდ ანეკდოტებად დადის მინისტრის მოადგილეების დონეზე, ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს და ისეთ საკითხებზე შედის მსჯელობაში. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანის დატოვება ქვეყნისთვის შეიძლება რაღაც პოზიტიური შედეგის მომტანი იყოს“, - განაცხადა სიჭინავამ.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გადასარჩევად არჩევნებზე ყველა მოქალაქე უნდა მივიდეს, რადგან პერსონალურად კობახიძის და მისი გუნდის წევრების დამსახურებაა ის, რომ მდგომარეობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადახედვის ეტაპზე მივიდა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს