გიორგი ბოტკოველი - ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას ერთადერთი ინტერესი აქვთ - რაც კახეთში ყურძენი მოიწევა, აქციონ სპირტად და თვითონ იშოვონ მილიონები

ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას დღეს ერთადერთი ინტერესი აქვთ - ის, რაც კახეთში ყურძენი მოიწევა, აქციონ სპირტად და თვითონ იშოვონ მილიონები, ამიტომ საჭიროა ცვლილებები ქვეყანაში, რომ რქაწითელი 2 ლარი-2 ლარი და 50 თეთრი, ხოლო საფერავი 3 ლარი - 3 ლარი და 50 თეთრი გახდეს , - ამის შესახებ „ერთიანი -ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ქვეყანაში ცვლილებები უნდა მოხდეს.

ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას დღეს ერთადერთი ინტერესი აქვთ: ის, რაც კახეთში ყურძენი მოიწევა, აქციონ სპირტად და მერე ისევ თვითონ იშოვონ მილიონები. სწორედ, ასე ხდება, როცა სახელმწიფო, ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი გამოდის და ყურძენზე ფასს აწესებს. რა თქმა უნდა, ვერც ერთი ლარი და ვერც 1,5 ლარი საფერავზე ვერ ასახავს და ვერ ასწორებს იმ ხარჯს, რომელიც გლეხმა მთელი წლის განმავლობაში გასწია. ამიტომ, მთავარია ერთი რამ: ცვლილებები ქვეყანაში, რომელიც ყურძნის ფასს გახდის რქაწითელის შემთხვევაში 2 ლარს - 2 ლარსა და 50 თეთრს, ხოლო საფერავის შემთხვევაში მინიმუმ, 3 ლარს - 3 ლარსა და 50 თეთრს“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება