ლევან თევზაია აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ლევან თევზაია დაინიშნა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ახლადდანიშნული მინისტრი სამინისტროს თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა.

„ლევან თევზაია განათლებით ეკონომისტია, არის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი და აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

1996-1998 წლებში აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა.

1998-2008 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას.

2008-2009 წლებში მუშაობდა სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველო“-ში.

2009-2011 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი.

2009-2014 წლებში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ფარგლებში“ გამართულ შეხვედრებში საქართველოს დელეგაციის წევრი.

2011-2014 წლებში „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით“, საქართველოს სამთავრობო კომისის წევრი.

2011-2014 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში, მინისტრის პირველ მოადგილედ.

2014 წელს მუშაობდა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, მინისტრის მოადგილედ, სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“-ში, რისკების მართვის სამსახურის უფროსად.

2014-2016 წლებში იყო თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრი - საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი.

2016-2017 წლებში მუშაობდა ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში, საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსად.

2018 წლის იანვრიდან 2019 წლამდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ხოლო იმავე წლის მაისიდან 2020 წლის დეკემბრამდე ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მინისტრის პირველი მოადგილე.

2020 წლის 29 დეკემბრიდან-2021 წლის 16 აგვისტომდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი.

2021 წლის 16 აგვისტოს აფხაზეთის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ იკავებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე