ანონსი  19 სექტემბერი

19 სექტემბერს, 10:00 საათზე, სამოქალაქო იდეა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი ქართულ მედიაში ჩინეთის გაშუქების შესახებ მონიტორინგის ანგარიშის კვლევის პრეზენტაციას გამართავს - „საქართველოს სახელისუფლებო მედიის მხრიდან გადამეტებული ყურადღება და არარეალისტური მოლოდინები, რომელსაც აჩენენ საქართველო-ჩინეთის პარტნიორობასთან დაკავშირებით“.

მის: სასტუმრო „ჯინჯერი“, პოლიკარტე კაკაბაძის 49.

საკონტაქტო: 591 00 78 77

19 სექტემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „რონდელის ფონდის“ ორგანიზებით კონფერენცია სახელწოდებით: „რა მომავალი აქვს ქართულ დემოკრატიას? გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“ გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: ეკატერინე მეტრეველი, მადალინა დობრესკუ, ეკე ნომი, ამელია ჰედფილდი, კახა გოგოლაშვილი, ეკა აკობია, სერგი კაპანაძე, ნინო გელაშვილი, ნინო დოლიძე, ნინო ლომჯარია, იაგო კაჭკაჭიშვილი.

მის: „რედისონ ბლუ ივერია“

საკონტაქტო: მარიამ ბუჯიაშვილი - 595 776 727

19 სექტემბერს, 11:00 საათზე, ქ. რუსთავის ცენტრში, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი დავით კირკიტაძე ბრიფინგს გამართავს.

მის: ქ. რუსთავი, ცენტრი

საკ: ანუკა გაბელია 551 633 644

19 სექტემბერს, 11:00 საათზე, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: გრიპის ვაქცინები იწყება; სეზონური ვირუსი; სასკოლო ინფექციები და ვირუსები.

მის: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო: 599 726 565

19 სექტემბერს, 11:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი EasyJet-ის წარმომადგენლებთან ერთად ბრიფინგს გამართავს საქართველოში ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით.

ბრიფინგს ასევე დაესწრება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.

მის: თავისუფლების მოედანი #7, სასტუმრო „პარაგრაფი თბილისი“

19 სექტემბერს 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თამარ კორძაია და გია ჯაფარიძე, ბრიფინგს გამართავენ.

თემა: 14-მილიარდიანი ინვესტიცია სტუდენტებისთვის

მის: ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, ჭავჭავაძის #1

საკონტაქტო: ნათია ქაქუჩაია - 598 733 902

19 სექტემბერს, 11:00 საათზე, ქობულეთში მერიის წინ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბონდო თედორაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კითხვები „ქართული ოცნების“ ქობულეთის დელეგატს

მის: ქობულეთი, მერიის შენობის წინ

საკონტაქტო: ბონდო თედორაძე - 599856322

19 სექტემბერს, 12:00 საათზე, დეპუტატ, ტარიელ ნაკაიძისა და პოლიტიკური პარტია „ჩვენ“-ის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.

მის: აფაქიძის #11, სასტუმრო ,,Best Western Tbilisi Art Hotel”

საკონტაქტო: ნატა ჭელიშვილი - 598 505 542

19 სექტემბერს, 12:00 საათზე, რესტორანი „ურმულის" პირვანდელი მფლობელის, ბიზნესმენ არსენ კუტალაძის ოჯახი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე ოფიციალურ განცხადებას წარადგენს და ქონების მიტაცებისა და გარდაცვლილი ბიზნესმენის საქმეზე, სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს.

მის: ინგოროყვას N7

საკონტაქტო : 599 291202

19 სექტემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელსაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დაესწრებიან.

მის: თბილისის საქალაქო სასამართლო, აღმაშენებლის ხეივანი #64

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

19 სექტემბერს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვარკეთილში, ბაჩო ბაშარულისა და ნიკა არჩვაძის მკვლელობაში ბრალდებულ იური კალანდარიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

19 სექტემბერს, 20:00 საათზე, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქვემო ქართლში გასვლითი რეგიონული ღონისძიებები გაგრძელდება.

დღეს, შეხვედრა გაიმართება რუსთავის მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს