მეზობლების ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა ჯაიანი ტრანსგენდერ ქალს ხშირად ემუქრებოდა და მეზობლები მათი კონფლიქტის თვითმხილველნი არაერთხელ გამხდარან

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.

მოკლული ქალის მეზობლების განცხადებით, მათ ხმაური გაიგეს.

მეზობლების ინფორმაციითვე, ბექა ჯაიანი, რომელიც მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს, აბრამიძესთან ხშირად მოდიოდა. მათივე განმარტებით, ჯაიანი აბრამიძეს ხშირად ემუქრებოდა.

"იმ მომენტში სახლში არ ვყოფილვარ. ის მამაკაცი, ფაქტობრივად, აქ ცხოვრობდა, სულ ვხედავდი.

კესარია წარსულშიც იყო ძალადობის მსხვერპლი და ბევრჯერ უთქვამს, რომ ემუქრებოდა. რამდენიმე შემთხვევა ყოფილა, როცა ჩხუბის მომსწრე მეზობლებიც გამხდარან", - აცხადებს მეზობელი.

ასევე, გავრცელდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოკამერებიდან ამოღებული ჩანაწერებიც, სადაც ჩანს, თუ როგორ მიდის ბრალდებული დაახლოებით, 19:00 საათზე საკუთარი ავტომანქანით კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან და როგორ შედის სადარბაზოში. ის კორპუსს 14 წუთში ტოვებს.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა