„საქსტატი“ - 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 4 173.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.5%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე

„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 173.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.5%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 43.7%-ს შეადგენს.

სტატისტიკის თანახმადვე, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4.3 პროცენტით შემცირდა და 1 825.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

„2024 წლის იანვარ-აგვისტოს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.8%-ს შეადგინა. ამ მხრივ უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (376.5 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (287.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (181.7 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 219.3 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.0%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 195.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.7%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 147.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.1%)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა