ფოთელი სპორტსმენი სპორტულ კარიერას იტალიაში „Basket Casapulla“ გააგრძელებს

ფოთელი სპორტსმენი ნიკოლოზ მესხი სპორტულ კარიერას იტალიაში „Basket Casapulla“-ში გააგრძელებს, სადაც ის ფოთის „ირაოდან“ გადავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალგაზრდა სპორტსმენს ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ უმასპინძლა და წარმატება უსურვა.

„ნიკოლოზ მესხმა, სიმბოლურად ჩემს კაბინეტში მოაწერა ხელი იტალიურ კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს. ფოთის კალათბურთის სკოლის ისტორიაში მსგავსი ტრანსფერის შემთხვევა აქამდე არ ყოფილა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, ასეთ სპორტსმენებს გზა გავუკვალოთ და უფრო და უფრო მეტის მიღწევაში შევუწყოთ ხელი. ვულოცავ ნიკოლოზს ამ წარმატებას და ვუსურვებ კიდევ უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა სპორტსმენს სათანადო პირობები შევუქმნათ ჩვენს ქალაქში”, - განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე