ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი EU4Culture, ფესტივალს, სახელწოდებით „EU4Culture Network Festival: City Stories, Diverse Voices - მოქმედება“-ს გორის ხელოვნების სახლში უმასპინძლებს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი EU4Culture, ფესტივალს, სახელწოდებით “EU4Culture Network Festival: City Stories, Diverse Voices - მოქმედება”-ს გორის ხელოვნების სახლში უმასპინძლებს. ორდღიანი მრავალფეროვანი ღონისძიება, ევროკავშირის ოთხწლიანი პროექტის კულმინაციას წარმოადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ღონისძიება გორში 20-21 სექტემბერს გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრება ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, ფესტივალის მიზანია, საქართველოში კულტურისა და შემოქმედებით სექტორებზე ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის EU4Culture შედეგები და მათი გავლენა წარმოაჩინოს. ~

„დინამიკური პროგრამის გათვალისწინებით, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ იხილონ EU4Culture მობილობის პროგრამის ბენეფიციარების ნამუშევრები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები და საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვადასხვა ქვეყანას შორის თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელებული სხვადასხვა ინიციატივა.

ფესტივალი ერთ სივრცეში მრავალფეროვან ისტორიებს, წარმოდგენებსა და გამოცდილებას გააერთიანებს, რაც EU4CULTURE პროექტში მონაწილე რეგიონული ქალაქების უნიკალურ კულტურულ ლანდშაფტებსა და იდენტობას საუკეთესოდ წარმოაჩენს. ღონისძიება ასევე თვალსაჩინოს გახდის თუ რა გავლენა იქონია ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებულმა პროექტმა თითოეული პროექტში ჩართული ქალაქის კულტურული ნარატივის ჩამოყალიბებაზე. ფესტივალის მთავარი თემა მოქმედებაა, როგორც შემოქმედების მრავალფეროვნება, რომელიც ფოკუსირებულია ინდივიდის ქალაქისგან მიღებულ უნიკალურ გამოცდილებაზე და მსგავსი გამოცდილების კოლექტიურად გამოხატვის შესაძლებლობაზე.

ფესტივალში მონაწილეობას 25-მდე ქართველი ხელოვანი და კულტურის პროფესიონალი მიიღებს, რომელთაც, ასევე, შეუერთდებიან მონაწილეები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან. ფესტივალის პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს, როგორიც არის: გამოფენა, აუდიო-ვიზუალური და ცეკვის წარმოდგენები, საჯარო საუბრები, ვორქშოფები, მასტერკლასები, ფილმის ჩვენები და სხვა.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევა ეწვიოს ფესტივალს და კულტურისა და შემოქმედების დღესასწაულს ეზიაროს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ოცდაათ წელზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველოსთან უნიკალურ და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას ინარჩუნებს და ხელს უწყობს საქართველოს განვითარებას ცოდნის, გამოცდილების, ექსპერტული ცოდნის, ინოვაციების გაზიარების და ფინანსური მხარდაჭერის გზით.

„ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების საერთო ღირებულებებს ემყარება.

რაც შეეხება პროექტს EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 4 -წლიანი პროექტია კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის მხარდასაჭერად, განსაკუთრებული აქცენტით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებზე. პროექტის ბიუჯეტი 7.85 მილიონი ევროა. პროექტს EU4Culture ახორციელებენ: გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.“- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს