გიორგი ბარამიძე - მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა მხოლოდ იმით არის გამოწვეული, რომ მან გაბედა და შეეწინააღმდეგა პუტინს, არ დაუთმო საქართველო და დაიცვა სუვერენიტეტი

ივანიშვილის განცხადების შემდეგ ყველას კარგად გვესმის, თუ რატომ არის მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარი და ტყვე. მისი პატიმრობა მხოლოდ იმით არის გამოწვეული, რომ მან გაბედა და შეეწინააღმდეგა პუტინს, არ დაუთმო საქართველო მას და დაიცვა საქართველოს სუვერენიტეტი , - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

ბარამიძის თქმით, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა ჩაუყარა საფუძველი არაღიარების პოლიტიკას, რომელსაც მისივე შეფასებით, ახლა ივანიშვილი ანგრევს.

„დღეს კიდევ ერთი სამარცხვინო პროცესი არის მიხეილ სააკაშვილის, პუტინის პირადი ტყვის, პირადი პატიმრის. ივანიშვილის განცხადების შემდეგ ყველას კარგად გვესმის, თუ რატომ არის მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარი და ტყვე. მისი პატიმრობა არის მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეული იმითი, რომ მან გაბედა და შეეწინააღმდეგა პუტინს და არ დაუთმო საქართველო მას. მიხეილ სააკაშვილმა შეასრულა მისი კონსტიტუციური მოვალეობა როგორც პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის, მოახდინა მობილიზაცია როგორც ჯარის, ისე ქართული საზოგადოების და საერთაშორისო მხარდაჭერის იმისთვის, რომ დაეცვა საქართველოს სუვერენიტეტი, დაეცვა საქართველოს ტერიტორიები, რამდენადაც ეს ფიზიკურად შესაძლებელი იყო და სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი არაღიარების პოლიტიკას დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, რომელსაც ახლა მოღალატე ივანიშვილი ასე საფუძვლიანად ანგრევს. ეს არის ამ ყველაფრის მიზეზი და ყველა ის საკითხი, რომელზედაც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ამ სამარცხვინო პროცესებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს