ანა დოლიძე - მამუკა ხაზარაძემ მოლაპარაკებების პროცესი წარმართა კოალიციის სახელით - გიორგი გახარიას გადაწყვეტილება და მოლაპარაკებების ჩაშლა სრულიად გაუგებარია

გიორგი გახარიას გადაწყვეტილება და მოლაპარაკებების ჩაშლა სრულიად გაუგებარია, - ამის შესახებ „კოალიცია ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე FACEBOOK-ზე წერს.

ანა დოლიძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ მოლაპარაკებების პროცესი მთლიანი კოალიციის სახელით წარმართა.

„გამიკვირდა გიორგი გახარიას პოსტი. მამუკა ხაზარაძემ მოლაპარაკებების პროცესი წარმართა მთლიანი კოალიციის სახელით, იმ მთავარი ამოცანის გათვალისწინებით, რაც არის ევროპული კურსის დაბრუნება და სახელმწიფოს „განქოცება“. ამ მიზნისთვის მან მნიშვნელოვანი პიროვნული ნაბიჯებიც გადადგა კონკრეტულად გიორგი გახარიას მიმართ და ეს ხაზგასასმელია. ამით მან ასევე საფუძველი დაუდო ახალ პოლიტიკურ კულტურას და მომავალში კოალიციურ მმართველობას ჩაუყარა საფუძველი. ამ პირობებში გიორგი გახარიას გადაწყვეტილება და მოლაპარაკებების ჩაშლა სრულიად გაუგებარია.

ჩვენ ვართ კოალიცია და კოალიციაში დამახასიათებელია დისკუსია, მსჯელობა და მრავალხმიანობა. ვისაც ეს არ ესმის, მას არ ესმის კოალიციის მუშაობის მთავარი პრინციპი. სწორედ, ამ პრინციპით იმუშავებს შემდეგი ხელისუფლება. კოალიცია ,,ძლიერი საქართველო” არის ყველაზე ფართო კოალიცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სუბიექტი ამ მრავალფეროვნებას პატივს სცემს.

არქიფოს მართვის პრინციპებს სწორედ მრავალხმიანობის იდეით ვამარცხებთ.

ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ ახლა ჩვენი კოალიციის დაზიანება ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ინტერესშია და ამისთვის ჯაფას არ დაიზარებენ უსაფრთხოების სამსახურები.

რაც შეეხება გახარიას, მოხარული ვარ, რომ უკვე მომზადებულია საფუძველი მომავალი კოალიციური თანამშრომლობისთვის”, - წერს ანა დოლიძე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია