თინა ბოკუჩავა - მზად ვართ, სისრულეში მოვიყვანოთ სააკაშვილის მოწოდება გაერთიანებაზე - ჩვენი კარი ღიაა პარტია „ახალისთვის“ და მათი კოალიციური პარტნიორებისთვის

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განაცხადებით, ის იზიარებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას - გაერთიანებისკენ.

ბოკუჩავას განმარტებით, მათი კოალიციის კარი ღიაა კოალიცია „ცვლილებების“ წევრებისთვის.

„ბიძინა ივანიშვილის მარცხი 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე გარდაუვალია. ამავდროულად, მნიშვნელოვანია საერთო ეროვნული კონსოლიდაცია, საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში.

ბიძინა ივანიშვილის მცდელობას ქართველი დაყოს და დააპირისპიროს ძალადობით და სიძულვილის მუდმივი პროპაგანდირებით, ჩვენ ქვეყნის გამთლიანებითა და გაერთიანებით უნდა ვუპასუხოთ.

სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა განვაცხადო, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე - მივესალმები და ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი თავმჯდომარის, გუშინდელ მოწოდებას გაერთიანებისკენ. „ნაციონალური მოძრაობის“ და ჩვენი კოალიციური პარტნიორების კარი ღიაა პარტია „ახალისთვის“ და მათი კოალიციური პარტნიორებისთვის.

ჩვენ მზად ვართ, სისრულეში მოვიყვანოთ პრეზიდენტი სააკაშვილის მოწოდება გაერთიანებაზე, რადგან ღრმად გვწამს სიტყვების, რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის ხელით დაწერა საქართველოს ეროვნული გერბზე - ძალა ერთობაშია.

ძალა მართლაც ერთობაშია. ძალა ევროპაშია. მჯერა ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის