ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს.

როგორც თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ, ჯაიანის ადვოკატმა სალომე არდოტელმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კვლავ დუმილის უფლებით სარგებლობს.

„ბრალი წარედგინა, ის ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, შესაბამისად, გამოკითხვის ოქმშიც აღნიშნული დაფიქსირდა. მას გამოძიება ედავება, რომ ჩაიდინა 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ, გენდერი და განსაკუთრებული სისასტიკე“, - განაცხადა არდოტელმა.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მკვლელობის შემთხვევის ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ მიდის ბრალდებული კესარია აბრამიძის საცხოვრებელ კორპუსთან დაახლოებით, 19:00 საათზე, როგორ ადის ის ლიფტით და დაახლოებით, 10-15 წუთში კიბეებით როგორ ტოვებს სადარბაზოს.

მოკლულის მეზობლების განცხადებით, მათ ყვირილის ხმა გაიგეს, აბრამიძის სახლთან მისულმა მეზობელმა კი ახალგაზრდა ქალი დაჭრილ მდგომარეობაში იპოვა.

მეზობლების განმარტებითვე, აღნიშნულ მამაკაცს ისინი ხშირად ხედავდნენ. მათივე ცნობით, აბრამიძეს ბექა ჯაიანის მხრიდან მუქარაზეც არაერთხელ უსაუბრია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს