ვოლოდიმირ ზელენსკი - „გამარჯვების გეგმის“ გრაფიკი გათვლილია პარტნიორების მიერ ოქტომბერ-დეკემბერში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაზე - გეგმის ყველა დეტალს ჯო ბაიდენთან განვიხილავ, რადგან, უმეტესწილად, გადაწყვეტილებები მასზეა დამოკიდებული

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „გამარჯვების გეგმის“ განრიგი, რომელსაც მომავალ კვირას შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს წარადგენს, უკრაინის მოკავშირეების მიერ ოქტომბერ-დეკემბერში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაზე იქნება დამოკიდებული.

ზელენსკიმ კიევში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გამარჯვების გეგმის ყველა დეტალს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან განიხილავს.

„რადგან, უმეტესწილად, გადაწყვეტილებები მასზეა დამოკიდებული, ასევე სხვა მოკავშირეებზე, მაგრამ არის პუნქტები, რომლებიც დამოკიდებულია კონკრეტულად შეერთებული შტატების პოზიტიურ ნებასა და მხარდაჭერაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ბაიდენი მხარს დაუჭერს ამ გეგმას.

„მთელი გეგმა გათვლილია ჩვენი პარტნიორების მიერ სწრაფი გადაწყვეტილების მიღებაზე. გეგმა გათვლილია გადაწყვეტილებებზე, რომლის მიღება უნდა მოხდეს ოქტომბრიდან დეკემბრამდე და არ გადაიდო ეს პროცესები. ჩვენ ნამდვილად გვსურს ეს. მაშინ, ჩვენ გვჯერა, რომ გეგმა იმუშავებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი განმარტებით, საუბარია „გამარჯვების გეგმის“ მხარდაჭერის დაწყების გრაფიკზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე