ლევან ბეჟაშვილი - 26 ოქტომბერს წყდება საქართველოს მომავალი - ეს არ არის პარტიული არჩევანი, ეს არის რეფერენდუმი, სადაც საქართველოს მოსახლეობამ ნათელი არჩევანი უნდა გააკეთოს მომავალსა და იზოლაციას შორის

26 ოქტომბერს წყდება საქართველოს მომავალი. ეს არ არის პარტიული არჩევანი, ეს არის რეფერენდუმი, სადაც საქართველოს მოსახლეობამ ნათელი არჩევანი უნდა გააკეთოს მომავალსა და იზოლაციას შორის. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს მთელი საქართველო, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ყვარელში, ილიას ტბაზე, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, უკან დასახევი გზა არ არსებობს, რადგანაც ყველამ იცის, რა არის რუსული მმართველობა. მისვე თქმით, 30 წელი, საქართველოს ეროვნული გმირები, ვეტერანები იმისათვის არ აშენებდნენ ქვეყანას, რომ საქართველოს კვლავ რუსეთს დაბრუნდეს.

„ილიას ტბაზე“ ვიმყოფებით და სიმბოლურია არჩევანი, დავანახოთ საქართველოს, სად ვიყავით ჩვენ 2012 წელს, როგორი პრეზიდენტი, ხელისუფალი ჰყავდა ქვეყანას და ვნახოთ, დღეს, რა ვითარებაში და განსაცდელშია ქვეყანა, როგორ უნდა ვიხნათ ამ განსაცდელისგან. ნათელი მაგალითია,. თუ როგორ უნდა იღვწოდეს ქართველი ხალხისთვის, კახელისთვის. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ დიოდა მიხეილ სააკაშვილი ყვარელშიო ყოველ მეორე-მესამე დღეს, რომ ენახა, როგორ ხდებოდა „ილიას ტბის“ მშენებლობა, ყვარლის განახლება, სიღნაღის აღმშენებლობა, როგორ ხდებოდა თელავის განახლება და რეაბილიტაცია. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც კახეთს და მთელ საქართველოს ჰქონდა იმედი, პერსპექტივის განცდა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს პატრონი, პასუხისმგებლიანი ხელისუფალი, რომელიც ხალხის წინაშე იყო ანგარიშვალდებული. დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებაში არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, რუსი ოლიგარქების და რუსეთის მთავრობის დავალებებს ასრულებს. დღეს, როდესაც საუბარია აშშ-ს სანქციებზე, სანქციებში პირდაპირ წერია, რომ ივანიშვილმა კავშირი დაამყარა რუს ოლიგარქებთან და ხელს უწყობს საქართველოში რუსული გავლენების გავრცელებას. დღეს, გვყავს ხელისუფლება, რომელიც კლანური, კორუფციული ინტერესებით მართავს ქვეყანას. ყველამ კარგად ვიცით, კახეთის მუნიციპალიტეტებში, როგორ ხდება კორუფციული ფულის დალექვა კონკრეტული ბიზნესკლანების ჯიბეებში და ინტერესებში. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ 26 ოქტომბერს. 26 ოქტომბერს უნდა დავიბრუნოთ ყველა ჩვენგანმა საქართველო იმიტომ, რომ დღეს, ქვეყანა მიტაცებულია ოლიგარქისა და მისი მმართველი კლანების მიერ. საქართველო უნდა დავუბრუნოთ ხალხს, ქვეყანას უნდა დავუბრუნოთ ევროპული პერსპექტივა“, -განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა