შალვა პაპუაშვილი ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ოუენ მერფის შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, ასევე, ოუენ მერფი წინასაარჩევნო პერიოდში საპარლამენტო საქმიანობით დაინტერესდა, რაზეც შალვა პაპუაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„შეხვედრაზე აღინიშნა 2024 წლის არჩევნებზე ელექტრონული საშუალებების შემოღების მნიშვნელობა, რაც სადამკვირვებლო მისიის ხელძმღვანელმა დადებითად შეაფასა.

აგრეთვე, ოუენ მერფიმ შალვა პაპუაშვილს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა გააცნო.

შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოში მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება