საარჩევნო პარტიებმა, ბოლო 2 თვეში, 9 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს, საიდანაც 8 მილიონ ლარზე მეტი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

საარჩევნო პარტიებმა, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ჯამში, 9 571 423 ლარის შემოწირულება მიიღო.

კერძოდ, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი შემოწირულება - 8 მილიონ ლარზე მეტი, უფრო კონკრეტულად კი 8 246 460 ლარი „ქართულ ოცნებას“ აქვს მიღებული. ამ პერიოდის განმავლობაში პარტიაზე 250-მდე შემოწირულება მოდის, მათგან 40-მდე პირმა „ქართულ ოცნებას“ 60-60 ათასი ლარი ჩაურიცხა.

მმართველი პარტიის შემდეგ, ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მეტი შემოწირულება „ლელო საქართველოსთვის“ აქვს მიღებული. პარტიამ დაახლოებით 2 თვეში, 2 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, 1 038 537 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო. შემომწირველებს შორის არიან პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი და ასევე, ავთანდილ წერეთელი, რომლებმაც პარტიას, შესაბამისად, 10 ათასი და 60 ათასი ლარი შესწირეს.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულებას, პარტიას 1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრამდე პერიოდში, 164 455 ლარი ჩაერიცხა.

პარტიას „საქართველოსთვის“, 1-ელი ივლისიდან 8 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, 118 971 ლარის შემოწირულება აქვს მიღებული. შემომწირველებს შორის არიან: ბექა ლილუაშვილი, ბერდია სიჭინავა, ნათია მეზვრიშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი.

საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას „ევროპელ სოციალისტებს“ კი ამავე პერიოდში თანხა მხოლოდ ივლისის თვეში აქვს მიღებული. მას სამმა შემომწირველმა, ჯამში, 3 ათასი ლარი ჩაურიცხა.

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის მითითებულ პერიოდში, ორ საპარლამენტო პარტიას, „მოქალაქეებსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შემოწირულება არ მიუღიათ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა