არჩილ გორდულაძე - ხათუნა ლაგაზიძე, ეკა გიგაური  პირდაპირ ილაშქრებდნენ გამჭვირვალობის წინააღმდეგ - პირდაპირ არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში პარტიების სასარგებლოდ და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ

ეს ადამიანები პირდაპირ არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ და „ქართული ოცნების" საწინააღმდეგოდ - რაც მთავარია ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ! - ასე ეხმაურება “ქართული ოცნების" დეპუტატი არჩილ გორდულაძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "აირჩიე ევროპა" გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად ცნო.

გორდულაძის თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, რომ მათ ანგარიში წარადგინონ, კანონთან შესაბამისია და კანონის მოთხოვნები უნდა შესრულდეს.

„რა თქმა უნდა, ხათუნა ლაგაზიძე, ეკა გიგაური ის ადამიანები არიან, რომლებიც პირდაპირ ილაშქრებდნენ გამჭვირვალობის წინააღმდეგ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც 20%-ზე მეტით უცხოეთიდან ფინანსდებიან, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოეტანათ. ახლაც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გამჭვირვალობას გაექცნენ და ანგარიში არ წარადგინონ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა", მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.

როგორც ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ ამ ორ ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომელიც საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება