ეკა გიგაური - ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება არის ხელისუფლების პასუხი იმ კამპანიაზე, რომლის მთავარი მიზანია, დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ ხმა მისცენ საქართველოს ევროპულ მომავალს - ჩვენ ვმოქმედებთ კონსტიტუციის შესაბამისად!

ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და არ გვგონია, რომ აქ რაიმე პრობლემაა. როგორც ჩანს, პირიქით, ეს არის პრობლემა ხელისუფლების, რადგანაც არ მოსწონთ, რომ ასეთი კამპანია მიმდინარეობს, - ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ უნდა იქნენ ცნობილნი და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს.

როგორც გიგაურმა „ინტერპრესნიუსთან“ განმარტა, ფინანსური დოკუმენტების მიწოდების თაობაზე ოფიციალური მოთხოვნა ჯერ არ მიუღიათ.

„ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხი იმ კამპანიაზე, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და რომლის მთავარი მიზანია, დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ ხმა მისცენ საქართველოს ევროპულ მომავალს. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და არ გვგონია, რომ აქ რაიმე პრობლემაა. როგორც ჩანს, პირიქით, ეს არის პრობლემა საქართველოს ხელისუფლების, რადგანაც არ მოსწონთ რომ ასეთი კამპანია მიმდინარეობს. რაც შეეხება ფინანსურ დოკუმენტების მიწოდებას, ჯერ არ მიგვიღია ოფიციალური მოთხოვნა, შევხედავთ რას მოგვთხოვენ და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა გიგაურმა.

ინფორმაციისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს.

როგორც რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განმარტა, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს.

ამასთან, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ვალდებულნი არიან 5 დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, ბიუროს წარუდგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ