ბადრი ჯაფარიძე - ის დრო უნდა დამთავრდეს, როდესაც მთავრობა კომპლექტდება არა პროფესიონალური ნიშნით, არამედ პოლიტიკური ნიშნიდან გამომდინარე - გვეყოფა არაკომპეტენტური მთავრობები!

ის დრო უნდა დამთავრდეს, როდესაც მთავრობა კომპლექტდება არა პროფესიონალური ნიშნით, არამედ პოლიტიკური ნიშნიდან გამომდინარე. გვეყოფა არაკომპეტენტური მთავრობები! - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, პროფესიონალებით და კვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტებული მთავრობა უნდა შეიქმნას.

„რა თქმა უნდა, ის დრო უნდა დამთავრდეს, როდესაც მთავრობა კომპლექტდება არა პროფესიონალური ნიშნიდან გამომდინარე, არამედ პოლიტიკური ნიშნიდან გამომდინარე. გვეყოფა არაკომპეტენტური მთავრობები! ამიტომ შემდგომი მთავრობა, როცა „ქართული ოცნება“ შეიცვლება, პროფესიონალებით, კომპეტენტური და კვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტებული უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით, სრულად ვეთანხმები პრეზიდენტის განცხადებას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან კოალიცია “ძლიერი საქართველოსა” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” მოლაპარაკებების პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული მოლაპარაკებები პოზიტიური იყო.

„შესანიშნავი, ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა, რომელსაც თქვენ ჩაშლილს უწოდებთ. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები იყო. საჯაროდ ითქვა, რომ „ქართული ოცნებას“ კოალიციას არ გააკეთებს, არცერთი ამ მოლაპარაკების მონაწილე, ასევე, გახარია პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ აქტს შეუერთდა, რომელიც გულისხმობს რეფორმების გატარებას და ბევრ მნიშვნელოვან ნაბიჯს იმისათვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები სწრაფად გახსნას. ეს მოლაპარაკებები პოზიტიური იყო და პოზიტიური შედეგი დადგა.

ოპოზიციამ დიდი კულტურა გამოავლინა “ქართული ოცნებისგან” განსხვავებით, რომელიც ლანძღვა-გინებით არის დაკავებული. ოპოზიციამ დიდი კულტურა გამოავლინა და ასევე, უნარი, რომ პიროვნული განსხვავებები გვერდზე გადაედო და ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე კონსენსუსისთვის მიეღწია, ეს არის ქართული, ეროვნული საქმე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პრეცედენტი”, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, ჯაფარიძის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის მისამართით ტყუილს, პროპაგანდას ავრცელებს.

„ტყუილი, სიცრუე, “გებელსის” ტიპის პროპაგანდა. “ქართული ოცნება” ავრცელებს სიცრუეს, ტყუილს. შესაბამისად, მათ ასეთ უსირცხვილო განცხადებებზე კომენტარიც კი არ ღირს”, - აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, რითაც მმართველი გუნდის განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც ისინი ამბობენ, რომ “ოპოზიცია არჩევნებისთვის არ ემზადება და ისინი ემზადებიან შემდგომ არეულობისთვის”.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებით, მაგრამ არა მათ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპული გამოცდილება არჩევნებს, რომ კრიზისის დროს და მოკლე ვადით საჭიროა, ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები და ყველას მიერ აღიარებულები, რომელთაც მონაწილეობა არ აქვთ მიღებული.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია