დიმიტრი პესკოვი - სპეციალური სამხედრო ოპერაცია მაშინ დასრულდება, როგორც კი რუსეთი თავის მიზნებს მიაღწევს

სპეციალური სამხედრო ოპერაცია მაშინ დასრულდება, როგორც კი რუსეთი თავის მიზნებს მიაღწევს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ნებისმიერი ომი, ასე თუ ისე, მშვიდობით სრულდება. ჩვენთვის, ჩვენს მიერ დასახული მიზნების მიღწევას ალტერნატივა არ აქვს. როგორც კი ამ მიზნების, ამა თუ იმ გზით, მიღწევა მოხდება, სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ამასთან, დიმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მოსკოვისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

„ეს ჩვენი პრიორიტეტული ინტერესის საკითხს არ წარმოადგენს, ჩვენ ჩვენი პრობლემებითა და დღის წესრიგით ვცხოვრობთ. ეს ჩვენთვის ნომერ პირველი საკითხი არ არის“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე