რომან გოცირიძე - თუ დააკვირდით, ლექსიკა მეც შევცვალე - მადლობა სალომე ზურაბიშვილს! მან აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება გააკეთა, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლება პირდაპირ რუსულ ხელისუფლებად გადაგვარდა

თუ დააკვირდით, ლექსიკა მეც შევცვალე - მადლობა სალომე ზურაბიშვილს! მან აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება გააკეთა, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლება პირდაპირ რუსულ ხელისუფლებად გადაგვარდა, - ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

გოცირიძის აზრით, ქვეყანას რუსული ხელისუფლება მართავს, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესში რუსეთი ჩართოს.

„საქართველოს ხელისუფლებას ამ არჩევნებში ერთადერთი დამხმარე ჰყავს - ეს არის რუსეთი. მათ შორის არის ფინანსური და სხვა სახის გავლენა.

ერთ რამეში შეცდნენ - ეგონათ, რომ დასავლეთი კიდევ დიდხანს დახუჭავდა თვალს. უკვე მოვიდა ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" განკითხვის დღე. მათ თავზე აღმართული დამოკლეს მახვილი მალე ჩამოვარდება, თუ გონს დროს არ მოეგნენ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძე იმასაც ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება გარიყულია და მას ხელს დასავლეთში არავინ ართმევს.

„აშშ-ში კობახიძეს არავინ შეხვდება, რადგან ის წარმოადგენს არა საქართველოს მთავრობას, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, არამედ წარმოადგენს ერთი რუსი ოლიგარქის მარიონეტს.

ბიძინა ივანიშვილი სანქციებს ვერ ასცდება - სანქციის ზომა კი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მშვიდობიანად გადააბარებს ხელისუფლებას მომავალ კოალიციურ გაერთიანებას“, - განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება